ბოტნეტი ჭირი მასიური სერვერული DDoS შეტევები იანდექსზე

იანდექსე მასიური დოს შეტევები ფიქსირდება, რომელიც ახალ რეკოდს ამყარებს

ბოტნეტი ჭირი მასიური სერვერული DDoS შეტევები იანდექსზე

ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ბოტნეტი "Mēris" ლატვურ ენაზე ნიშნავს ჭირს, რომელიც რეკორდული სისწრაფით უტევს იანდექსის სერვერულ ინფრასტრუქტურას.

ფიქსირდება ფიკი 21.8 მილიონი მოთხოვნა წამში (RPS), რაც ფარავს ბოლოდროინდელ ბოტნეტზე დაფუძნებულ თავდასხმას, რომელიც გასულ თვეში გამოჩნდა და შეუტია Cloudflare - რაოდენობით 17.2 მილიონი RPS.

რუსული DDoS შემსწავლელი სერვისი Qrator Labs, ფიქრობს რომ შეტევა კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლებელია ბოტნეტმა DDoS-თან ერთად ჩართოს Bruteforce შეტევის მექანიზმებიც, რომლის დახმარებითაც მოხდება, სერვერულ ინფრასტრუქტურების კავშირების დამყარება და ეგრედწოდებული ბოტებად "დაზომბირებულ კომპიუტერებად" ჩამოყალიბება.

ლატვიის ქსელის აღჭურვილობის მწარმოებელმა თქვა, რომ ეს თავდასხმები იყენებს იმავე მარშრუტიზატორებს, რომლებიც კომპრომეტირებული იქნა 2018 წლის დაუცველობის გამო (CVE-2018-14847)