აშშ | სანქციები მაღალჩინოსნებს უკრაინის დესტაბილიზაციისთვის

აშშ-მ უკრაინაში 4 მაღალჩინოსასნს სანქციები დაუწესა

აშშ | სანქციები მაღალჩინოსნებს უკრაინის დესტაბილიზაციისთვის

აშშ-მ უკრაინაში 4 მაღალჩინოსასნს სანქციები დაუწესა რუსეთის სასიკეთოდ მუშაობაში და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაცხადა სანქციები უკრაინის ოთხი ამჟამინდელი და ყოფილი ჩინოვნიკის წინააღმდეგ ქვეყანაში "რუსეთის მთავრობის მიერ მართული გავლენის აქტივობებში" ჩართვისთვის, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისთვის.

სააგენტომ თქვა, რომ ოთხი პირი სხვადასხვა როლში იყო ჩართული, როგორც ერის დესტაბილიზაციის მიზნით შეთანხმებული გავლენის კამპანიის ნაწილი, ამავდროულად, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს, უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB) ადანაშაულებს არასტაბილურობის შესაქმნელად საკვანძო პოზიციებზე უკრაინელების დაქირავებაში.