კიბერ აქცია საქართველოში | პენტესტინგი

საქართველოში მხოლოდ 1 თვით შეთავაზება სექტორებს, კიბერ უსაფრთხოების შეღწევადობის ტესტირება

კიბერ აქცია საქართველოში | პენტესტინგი

კორონა ვირუსის (COVID-19)  გავრცელებასთან დაკავშირებით კომპანია ანხორციელებს შეღწევადობის ტესტირებას დისტანციურ რეჟიმში  

კიბერდანაშაული, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა და გამოწვევაა. იგი ასევე ეხება საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყებას თუ კერძო ბიზნესს, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ვებ-გვერდის მეშვეობით.

ბიზნესმენები ხშირად ხდებიან თაღლითური თავდასხმის მსხვერპლნი

კიბერთაღლითები მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში,  სულ უფრო აქტიურად და თავხედურად მოქმედებენ, მეტ ტექნოლოგიურ ძალას იძენენ, რაც უდიდეს ზიანს აყენებს არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ თვით სახელმწიფოს მდგრადობას, მისი ინსტიტუტებისა და სოციალური სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას. კიბერდანაშაულის სამიზნეა მონაცემთა ბაზები, საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემები ან მათი მონაცემები.

საქართველოში 2019 წელს, კიბერ დანაშაული 125%-ით გაიზარდა, სადაც ამ საშიში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მხოლოდ 5,19%-ია!

გამომდინარე უმაღლესი სახელმწიფოებრივი და   საზოგადოებრივი ინტერესებიდან,  კომპანია „კიბერ უსაფრთხოების ჯგუფი“, რომელიც სერტიფიცირებულია ISO 27001:2013 ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთოების სფეროში, ასევე, ოფიციალურად  მინიჭებული აქვს  „ვირტუალური ზონის პირის“ სტატუსი, იმ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს, ვინც ფლობს მონაცემთა ბაზებს, ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს და იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, სთავაზობს უფასო პენ-ტესტინგს:

თქვენი ნებართვით და წინასწარი შეთანხმების საფუძველზე,  ჩვენ აქციის ფარგლებში უსასყიდლოდ  განვახორციელებთ  ტესტურ-საექსპერტო შეტევას თქვენს ვებ-გვერდებზე და გარანტირებულად, დიდი სიზუსტით დავადგენთ მათი დაცულობის დონეს.

ასევე, ჩვენ შევძლებთ თქვენი კომპანიების ან ორგანიზაციების ყველაზე სუსტად დაცული, მოწყვლადი სეგმენტების განსაზღვრას, რის შედეგადაც მიიღებთ რეკომენდაციებს არსებულ ხარვეზთა აღმოფხვრის კონკრეტულ ღონისძიებათა და  მიზანშეწონილ   ტექნოლოგიათა თაობაზე.

რას ითვალისწინებს პენტესტინგი (უსაფრთოების ტესტი)?

შეღწევადობის ტესტი/ვებ-გვერდის უსაფრხოების ტესტირება შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ღონისძიებებს:

1) • დაუცველობის დადგენა

2) • ვებ-საიტის/ვებ-სერვერის ტესტირება

3) • ტესტის ანგარიში და რეკომენდაციები, ინსტრუქციები

ტესტების ზუსტი ჩამონათვალი განისაზღვრება მოლაპარაკების ეტაპზე - კლიენტის საჭიროების შესწავლის შედეგად.

24 საათიანი შენახვისა და დამკვეთისთვის დოკუმენტაციის გადაცემის შემდეგ, კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით, ვებგვერდზე აღმოჩენილი სისუსტეების შესახებ ინფორმაცია ნადგურდება შესაბამისი პროტოკოლის (ISO 27001:2013 სტანდარტების) მიხედვით.

P.S: კომპანია იტოვებს უფლებას უარჰყოს შემოთავაზება ისეთი სექტორებისგან, რომლებიც შეიცავენ მაღალი დონის საიდუმლო ინფორმაციას

სარეგისტრაციო ფორმა | დააჭირეთ აქ