ამერიკულმა კომპანია BOTS-მა და კიბერ უსაფრთხოების ჯგუფმა , მსოფლიოს 156 მილიარდ დოლარიან კიბერ უსაფრთხოების ბაზარზე FIREWALL-ის ვებ აპლიკაცია (WAF) ჩაუშვა

კიბერ უსაფრთხოების გლობალური ბაზარი 2026 წლისთვის 352$ მილიარდს მიაღწევს!

ამერიკულმა კომპანია BOTS-მა და კიბერ უსაფრთხოების ჯგუფმა ,  მსოფლიოს 156 მილიარდ დოლარიან კიბერ უსაფრთხოების ბაზარზე FIREWALL-ის ვებ აპლიკაცია (WAF) ჩაუშვა

 

BOTS საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია რამდენიმე მიმართულებით. მათ შორისაა დეცენტრალიზებული ფინანსური აპლიკაციები შესაბამისი ინდუსტრიისთვის, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ტექნოლოგიები, კრიპტო მაინინგი, კონსალტინგი და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომპანია საკუთარი პროდუქტების ფუნქციონირებისთვის ბლოქჩეინზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას იყენებს. 2021 წლის 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ BOTS-ის შვილობილმა კიბერ უსაფრთხოების ჯგუფმა ბაზარზე FIREWALL-ის ვებ აპლიკაცია (WAF) წარადგინა. WAF-ის მიზანია, ბიზნესები კიბერ დანაშაულისგან დაიცვას.

2020 წელს კიბერუსაფრთხოების გლობალური ბაზრის ღირებულებამ დაახლოებით 156 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. Mordor Intelligence-ის ანგარიშის მიხედვით, ეს მონაცემი 2026 წლისათვის 352 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.

BOTS-ის კიბერუსაფრთხოების ვებ აპლიკაცია ნებისმიერი ზომის ბიზნესისათვისაა ხელმისაწვდომი და მისი შეძენა კიბერ უსაფრთხოების ჯგუფის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

კიბერ დანაშაულის ზრდა და შესაბამისი რეგულაციების შემოღება მოითხოვს მათ ანგარიშგებას, რის საფუძველზეც კიბერუსაფრთხოების ბაზარი ყალიბდება. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრისა (CSIS) და McAfee-ის მიხედვით, კიბერ დანაშაული, რომელიც მოიცავს მონაცემთა დაზიანებასა და განადგურებას, ფულის მოპარვას, ქონებისა თუ ინტელექტუალური საკუთრების ქურდობასა და სხვა მიმართულებებს, ყოველწლიურად მსოფლიოში 600 მილიარდი აშშ დოლარის დანაკარგს იწვევს.

WAF-ი აპლიკაციათა და მონაცემთა ბაზების სისუსტეების დაცვას უზრუნველყოფს. მისი ზოგიერთი ძირითადი მახასიათებელია:

  • ვებ შეტევებისგან და DDoS-ისგან დაცვა;
  • აპლიკაციებისა და მისი პროგრამირების ინტერფეისის (API-ის) უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • მავნე ბოტებისა და ავტომატური კიბერ შეტევების შეჩერება;
  • წვდომისა და ავტორიზაციის კონტროლი;
  • უსაფრთხოების ავტომატიზაცია და მართვა;
  • XSS და SQL ინექციების თავიდან არიდება;
  • ბიზნეს-ლოგიკური თავდასხმებისგან (business logic attacks) დაცვა;
  • ბლოქჩეინის საკითხებთან დაკავშირებული ეკოსისტემის დაცვა.

BOTS-ის შვილობილი  შპს კიბერ უსაფრთხოების ჯგუფი არის სერტიფიცირებული (ISO/IEC 27001:2013) ინფორმაციის უსაფრთხოების მართვის სისტემა, რომლის მიზანია სწრაფად მზარდ მსოფლიოს კიბერუსაფრთხოების ბაზარზე შესვლა მომსახურების სახით მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფის (SaaS-ის) საკუთარი პორტფელით. WAF წარმატებულად გამოიცადა ორწლიანი სატესტო, საპილოტე რეჟიმის წყალობით. თავდაპირველად, ვებ აპლიკაციის გამომცდელები იყვნენ ფინანსური სერვისების მიმწოდებელი და ელექტრონული ვაჭრობის კომპანიები, ახლა კი ის მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი ბიზნესისთვის გახდა ხელმისაწვდომი.