კიბერ უსაფრთხოების ჰაკათონი | CTF 2020

კიბერ უსაფრთხოების ჰაკატონი - CTF - ჰაკათონი, 2020 წლის 12-13 დეკემბერს ტარდება

კიბერ უსაფრთხოების ჰაკათონი | CTF 2020
 Google Developers Student Clubs (Business and Technology University) 12-13 დეკემბერს წარმოგიდგენთ კიბერუსაფრთხოების ორ დღიან ონლაინ ოლიმპიადას - Capture The Flag!
???? მაქსიმუმ ორი ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს ამოცანების ამოხსნაში და შეეცდებიან, თითოეული ამოცანიდან მოიპოვონ მთავარი გასაღები.
ამოცანები, რომლებსაც "კიბერუსაფრთხოების ჯგუფი / Cyber Security Group" ადგენს, წარმოდგენილი იქნება შემდეგი მიმართულებებით:
▪️ ქსელის ნაკადის ანალიზი;
▪️ კრიპტოგრაფია;
▪️ Web-პენტესტინგი;
▪️ ექსპერტიზა;
▪️ რევერსინგი.
???? გამარჯვებული გახდება პირველი 3 გუნდი, რომელიც ყველაზე სწრაფად და ეფექტურად შეძლებს დავალებების შესრულებასა და მის წარდგენას, თუმცა, ასევე გამოვლინდებიან ჟიურის რჩეული გუნდებიც, რომლებიც მიიღებენ დამატებით პრიზებს.
✅ მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
???? რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://bit.ly/3lw8TPP
???? წინასწარ რეგისტრირებულ 10 მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, ჰაკათონის განმავლობაში (2 დღე) იმუშაოს ჩვენს პარტნიორ კომპანია, E-sports Club-ში და გამოიყენოს მაღალტექნოლოგიური კომპიუტერები.
ამისათვის, საჭიროა, გაიაროთ დამატებით რეგისტრაცია ბმულზე - https://bit.ly/33xISZY
--------------------------------------------
პრიზები:
▪️ I ადგილზე გასულ გუნდს "კიბერ უსაფრთხოების ჯგუფი / Cyber Security Group" გადასცემს 500₾-იან ფულად პრიზს. ასევე, გუნდის ყველა წევრს გადაეცემა IT Step Academy-ის 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, Cyber Arena-ს 200 ლარიანი ვაუჩერი, Cyber House-ის სასწავლო წიგნები;
▪️ II ადგილზე გასულ გუნდს "კიბერ უსაფრთხოების ჯგუფი / Cyber Security Group" გადასცემს 300₾-იან ფულად პრიზს. ასევე, გუნდის ყველა წევრს გადაეცემა - IT Step Academy-ის 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, Cyber Arena-ს 100 ლარიანი ვაუჩერი, Cyber House-ის სასწავლო წიგნები;
▪️ III ადგილზე გასულ გუნდს "კიბერ უსაფრთხოების ჯგუფი / Cyber Security Group" გადასცემს 200₾-იან ფულად პრიზს. ასევე, გუნდის ყველა წევრს გადაეცემა - IT Step Academy-ის 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, Cyber Arena-ს 50 ლარიანი ვაუჩერი.
--------------------------------------------
სპონსორი კომპანიების მიერ დაწესებული პრიზები:
▪️ Edison ორ რჩეულ გუნდს გადასცემს ელექტრონული კომპონენტების ნაკრებს;
▪️ CNICK რჩეულ მონაწილეს გადასცემს ჭკვიან ბეჭედს სასურველი დიზაინით;
▪️ Cyber House ორ რჩეულ მონაწილეს შესთავაზებს სტაჟირებას კომპანიაში;
???? პროექტის მედიამხარდამჭერია - Entrepreneur და CyberTV.
დეტალური ინფორმაცია და დღის წესრიგი პროექტის ფორმატის შესახებ გადმოგეგზავნებათ ელ.ფოსტაზე, რეგისტრაციის შემდგომ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook გვერდზე.
გისურვებთ წარმატებას!

ივენთის მისამართი  >> Facebook