Iphone-ის უსაფრთხოების სისტემაში გამოუსწორებელი “ბაგი” აღმოაჩინეს

იაპონელმა დეველოპერებმა აღმოაჩინეს აღნიშნული სისუსტე Apple-ს გადჯეტებში, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია დაცვის სისტემის გვერდის ავლა.

Iphone-ის უსაფრთხოების სისტემაში გამოუსწორებელი “ბაგი” აღმოაჩინეს

გატეხვისთვის გამოიყენება ექსპლოიტ Checkm8, რომელსაც შეუძლია გვერდი აუაროს ავტომატურ ბლოკირებას პაროლის 10 ჯერ არასწორად შეყვანისას.

იაპონელმა დეველოპერებმა აღმოაჩინეს აღნიშნული სისუსტე Apple-ს გადჯეტებში, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია დაცვის სისტემის გვერდის ავლა.

როგორც Digitpol იტყობინება, სისუსტე Apple SEP-ში პირველად არის აღმოჩენილი. ეს პრობლემა არის თვით ჩიპში და მისი გამოსწორება განახლებით შეუძლებელია. პროცესორებში ინახება ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია როგორიცაა: პრივატული ინფორმაცია, პაროლები, ბიომეტრიული მონაცემები და სხვა.

ყველა ვისაც ამ სისუსტის გამოყენება შეუძლია მიიღებს სრულ წვდომას გადჯეტთან, თუ ისინი მოქმედებაში მოიყვანენ ჩიპ A7-A11, რაც ნიშნავს რომ საფრთხის ქვეშ არიან Iphone 5s-იდან Iphone X-ის მომხმარებლები. იმისათვის რომ, გვერდი აუაროს დაცვის სისტემას უნდა გქონდეს ფიზიკური წვდომა გადჯეტთან. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ზემოთხსენებული პრობლემის აღმოფხვრა შეუძლებელია გადჯეტის განახლებით.

ინსტრუმენტი Checkm8 იყენებს გამოუსწორებელ შეცდომას Apple Bootroom-ში - პირველ კოდში რომელიც იშვება Iphone-ს ჩართვის დროს და შეუძლია მიანიჭოს სრული წვდომა სისტემის დონეზე..