16 გატეხილი საიტი და 617 მილიონი მონაცემთა ჩანაწერი

Dream Market - ის შავ ბაზარზე 16 საიტის გატეხვით 617 მილიონი ანგარიში იყიდებოდა

16 გატეხილი საიტი და 617 მილიონი მონაცემთა ჩანაწერი

ორშაბათს, 11 თებერვალს, Dream Market - ის შავ ბაზარზე 617 მილიონი მომხმარებლის ანგარიში იყიდებოდა, რომელიც 16 გატეხილი საიტიდან იქნა ამოღებული ჰაკერების მიერ.

ეს საიტებია : 15 მილიონი MyFitnessPal, 92 მილიონი MyHeritage, 41 მილიონი ShareThis, 28 მილიონი HauteLook, 25 მილიონი Animoto, 22 მილიონი EyeEm ,20 მილიონი 8fit, 18 მილიონი Whitepages, 16 მილიონი Fotolog, 15 მილიონი 500px, 11 მილიონი Armor Games, 8 მილიონი BookMate, 6 მილიონი CoffeeMeetsBagel, 1 მილიონი Artsy, 0.7 მილიონი DataCamp და სხვა გვერდები

 მოცემული ვებ-გვერდებიდან ჰაკერებმა მოიპარეს მომხმარებლების სახელები, გვარები, პირადი ინფორმაციები, საცხოვრებელი ადგილები და სხვა. რეესტრის სპეციალისტებმა ვებ-გვერდები უკვე შავ-სიაში შეიტანეს, ზოგიერთი საიტი უკვე ადრევე ცნობილი იყო, როგორც დაუცველი ვებ გვერდი, როგორიცაა : MyHerita და MyFitnessPal, თუმცა სხვა საიტების მომხმარებელთა გაჟონვების შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება