პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება

რეკომენდაციები, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მონაცემთა უსაფრთხოებაზ

პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება

პერსონალური მონაცემების ინფორმაციის უსაფრთხოება
 
 რა არის პერსონალური ინფორმაცია, რა როლს თამაშობს ციფრულ სამყაროში და რატომ არ უნდა გავამჟღავნოთ ჩვენი პერსონალური მონაცემი ინტერნეტ სივრცეში

 ინტერნეტ ეპოქის ერთ-ერთი გამომძალველი ძალა პერსონალური ინფორმაცია გახდა, საზოგადოების ყოველდღიური აქტივობა ინტერნეტს მიღმა მათი ნებართვის ან უარეს შემთხვევაში ნებართვის გარეშე თავსება, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში წამყვანი როლი ყველა იმ სექტორს აკისრია, რომელიც ზრუნავს მოქალაქეთა პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუსაჯაროვებლობაზე.

 პერსონალური ინფორმაციას წარმოადგენს ყველა ის მონაცემი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება, როგორიცაა : სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, საბანკო ანგარიში, საცხოვრებელი მისამართი და სოციალური ქსელის ანგარიში, მაგრამ ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, ყველაზე საყურადღებო პირადი საიდენტიფიკაციო ნომრის უსაფრთხოება და ყველა ის ელემენტია, რაც ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

 ტექნოლოგიური განვითარების და ციფრულ ეპოქაში, საზოგადოების გაცილებით დიდი ნაწილის ცხოვრებაში წამყვანი როლი სოციალურ ქსელების ყოველდღიური დათვალიერებას და სიახლეებისკენ სწრაფვას წარმოადგენს, ინტენეტ მომხმარებლების უმრავლესობა ათვალიერებენ სხვადასხვა აპლიკაციებს და ფორმებს, მაგრამ ამ დროს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას აპლიკაციების კონფიდენციალურ პირობებს და წესდებებს, სწორედ ეს დაუკვირვებლობა იწვევს შემდგომ ფაქტს, სადაც მოულოდნელად ან განსაზღვრულად ჩნდება მესამე პირი და პერსონალური ინფორმაცია მესამე პირის მხრიდან ინტერნეტ სივრცეში შეუმჩნევლად ჟონავს, ბოლო პერიოდში აქტუალური თემას წარმოადგენს სოციალური ქსელის მხრიდან მომხმარებელთა წესების დარღვევა და მესამე პირზე სხვადასხვა მიზნით გადაცემა, რის გამოც სოციალური ქსელების უმრავლესობას სანქციები დაეკისრა მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან.

 • რეკომენდაციები, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მონაცემთა უსაფრთხოებაზე ზრუნვაში :

○ როდესაც, სოციალურ ქსელის აპლიკაციას ჩამოტვირთავთ თქვენს დივაისში ან შედიხართ ვებ-გვერდზე და ავსებთ ფორმას, ყურადღება მიაქციეთ პოლიტიკის პირობებს, კონფიდენციალურ წესდებას და გამოყენებას, ყურადღებით გაეცანით რა დონის წვდომას ითხოვს ქსელი თქვენს ინფორმაციაზე, სადაც თქვენ იქნებით ინფორმირებული პირობების შესახებ.

○ არ ისარგებლოთ სოციალური ქსელით, რომელსაც არ გააჩნია "ესესელ სერთიფიკატი" SSL Certificate - რაც ნიშნავს თქენს და მომწოდებელს შორის დაცული არხით ინფორმაციის გადაცემას, რომელიც მსოფლიო სტანდარტების პროტოკოლის მიხედვით ხელმძღვანელობს.

○ არ გასცეთ ინტერნეტ სივრცეში ისეთი ინფორმაცია, რაც მომავალში შესაძლოა გამოყენებულ იქნას თქვენს საწინააღმდეგოდ ან აზარალებს სხვას.