აშშ | მილიონრების ინვესტიცია კრიპტოში

ამერიკელი მილიონერების 83%-მა ინვესტიცია მოახდინა კრიპტოვალუტაში

აშშ | მილიონრების ინვესტიცია კრიპტოში

ამერიკელი მილიონერების 83%-მა ინვესტიცია მოახდინა კრიპტოვალუტაში

შეერთებულ შტატებში მილიონერების 83% ფლობს კრიპტოვალუტას. მათგან 48% გეგმავს კიდევ უფრო მეტი ციფრული აქტივების შეძენას 2022 წელს, CNBC-ის გამოკითხვის მიხედვით. მხოლოდ 6% ელის მათი კრიპტო-ჰოლდინგის შემცირებას. გამოკითხულთა 53%-ს აქვს თავისი სიმდიდრის ნახევარზე მეტი ციფრული აქტივებით, ხოლო მესამედან ერთს აქვს 75%-ზე მეტი.

ყველაზე სერიოზულ პრობლემას ახალგაზრდა მილიონერებმა ინფლაცია დასახელდა,  რომელიც გამოკითხულთა 43%-ს აწუხებს. ამასთან, 59% დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამას გაუმკლავდება. CNBC Wealth-ის რედაქტორმა რობერტ ფრანკმა აღნიშნა, რომ მდიდარი ხალხი ინფლაციის საფრთხეს ოდნავ განსხვავებულად აღიქვამს, ვიდრე მოსახლეობის უმეტესობა. თუ უბრალო ადამიანებს ეშინიათ ფასების ზრდის, მაშინ მილიონერებს აწუხებთ საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდა, რაც გავლენას მოახდენს მათ ინვესტიციებზე, განმარტა მან