პაროლები - პაროლის არჩევა - მიმოხილვა

როგორ ავარჩიოთ რთული პაროლი და დავიცვათ თავი კიბერშეტევებისგან?!

პაროლები - პაროლის არჩევა - მიმოხილვა

XXI საუკუნეში, როდესაც ინფორმაციული უსაფრთხოება და ტექნოლოგიები წამყვან პოზიციას იკავებს, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება სხვადასხვა internet პროტოკოლებზე.

როგორ უნდა ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი უსაფრთხო პაროლი?!
 - პირველ რიგში არ უნდა გამოვიყენოთ პაროლში ჩვენი დაბადების წელი, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ყველაფერი რაც პიროვნების სიმბოლოა.

 თანამედროვე სივრცეში პაროლებზე შეტევის სხვადასხვა მექანიზმებია, როგორიაა: Bruteforce, Phishing, Keylogging შეტევები. (მარტივი პაროლის მაგალით password, password123, pass1234 და ასე შემდეგ)

 კიბერ შეტევის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია BruteForce Attack - რა დროსაც ჰაკერი იყენებს ყველა სავარაუდო ციფრის ავტომატურ ჩასმას სახელსა და პაროლში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ავტომატიზირებულია, ანუ შემტევი უბრალოდ გაუშვებს პროგრამას და ის ავტომატურად მოარგებს სიმბოლოებს სახელის და პაროლის ველში, სწორედ აქ შემოდის უსაფრთხოების მეორე მექანიზმი 2 საფეხურიანი ავტორიზაცია, სადაც თავს ვიცავთ ფიშინგ შეტევისგან (Phishing), რა დროსაც თუ ჰაკერმა პაროლი სწორად მოარგო, თქვენს მოწყობილობაზე მოსული კოდის გარეშე ვერ შეაღწევს თქვენს ქსელში.

არჩეული პაროლი ასევე არ უნდა იყოს მარტო ასოებით და რიცხვებით, სირთულისთვის უნდა გამოვიყენოთ დიდი და პატარა ასოები, სიმბოლოები და ა.შ. მაგალითად: P@ssW0RD!, P4sW0rd1_

გასათვალისწინებელია და რეკომენდირებულია, პაროლების ხშირი გამოცვლა, რადგან თუ ჰაკერმა მოიპოვა თქვენი პაროლი, ამ პაროლით სარგებლობას მხოლოდ დროის გარკვეულ პერიოდში შეეძლება, შეცვლის შემთხვევაში კი თქვენი ძველი პაროლი ჰაკერისთვის უსარგებლო გახდება.

მეტი ინფორმაციისთვისეწვიეთ > ბმულს