კიბერ უსაფრთხოების მიმოხილვა და მოვლენები

კიბერ უსაფრთხოების ექსპერტის და CYSEC - ის დამფუძნებლის იუთუბ არხი

კიბერ უსაფრთხოების მიმოხილვა და მოვლენები

იუთუბის პორტალზე უკვე შესაძლებელია იხილოთ კიბერ უსაფრთხოების ექსპერტის და CYSEC -ის დამფუძნებლის ვიდეორგოლები, სადაც მიმდინარეობს კიბერ სივრცის ანალიზი, კიბერ უსაფრთხოების განხილვა, კიბერ ვითარებები და ციფრულ სამყაროში მიმდინარე მოვლენები.

ანდრო გოცირიძის იუთუბ არხი : "ანდრო გოცირიძე- თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი 2014-2017 წწ. სხვადასხვა დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორად, სადაზვერვო სამსახურების, საბანკო სექტორის უსაფრთხოების ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს რეფორმა და საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბების კონცეფცია. არის უსაფრთხოების თემაზე სტატიებისა და სხვა პუბლიკაციების ავტორი. კიბერდომეინი დაპირისპირების მეხუთე სივრცეა. კიბერელემენტების გამოყენება პოლიტიკური თუ სამხედრო მიზნების , გეოპლიტიკური უპირატესობის მისაღწევად, თანამედროვე რეალობაა. მნიშვნელოვანია განვიხილოთ საომარ თუ კრიზისულ ვითარებებში კიბერელემენტის გამოყენების ტენდენციები, რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტებში კიბერთავდასხმების გამოყენების სპეციფიკა. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს საქართველოში კიბერპოტენციალის განვითარება, კიბერელემენტის ინტეგრაცია სამხედრო შესაძლებლობებთან, რაც საქართველოს საიმედო პარტნიორად და სანდო მოთამაშედ აქცევს"

მსგავსი სახის არხი ზრუნავს საზოგადოების ინფორმირებაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების მხრივ, რომლის ცოდნის ამაღლებაც მკაფიოდ პასუხობს 21-ე საუკუნის ციფრულ გამოწვევას.

LinkedIn სტატიები

იხილეთ არხის ბმული : დააკლიკეთ აქ