ქსელის მიმოხილვა

მოკლე მიმოხილვა რას წარმოადგენს ქსელი, რატომ გვჭირდება და როგორ მუშაობს?!

ქსელის მიმოხილვა

ადამიანებს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ ცხოვრებაში, მათ სჭირდებათ ინფორმაცია ერთმანეთზე, ახალ ამბებზე, ამინდზე, ფინანსურს მაჩვენებელზე და ყველაფერზე რაც ადამიანის ინტერესშია, ინფორმაციების მიღების და გაცემის მეთოდები ოდიდგანვე ვითარდებოდა, იხვეწებოდა, ყალიბდებოდა და დღევანდელობაში ამ ყველაფერი მიიღო სახელი ქსელი / Network / Cеть !

კომპიუტერული ქსელი ეხმარება ადამიანს უსწრაფესად მიიღოს და გასცეს გარკვეული საკითხი, ინფორმაცია და ასე შემდეგ, ყველაფერთან ერთად კომპიუტერული სისტემების განვითარებამ მოითხოვა ქსელების განვითარებაც რაც ხელს შეუწყობდა ინფორმაციების სწრაფად გადაცემას, მიღებას და რაც მთავარია უსაფრთხოთ.

ქსელი - ეს გახლავთ ინფორმაციის გაცვლა ვირტუალურ სივრცეში, სადაც მიზანია კოდმა მიაღწიოს კონკრეტულ წერტილამდე
როგორც ჩვენს ცხოვრებაში ასევე ვირტუალურ სივრცეშიც არსებობს გარკვეული ეთიკა, ნორმები და წესები.


ქსელს გააჩნია 4 ძირითადი საერთო ელემენტი :

 წესები (პროტოკოლები) - ინფორმაციის მიღება/გაცემის წესი
 გარკვეული ელემენტები, რომლებიც გზავნიან ერთი მოწყობილობიდან მეორეში ინფორმაციას
 დივაისი, რომლითაც ხდება ამ მოწყობილობების დაკავშირება
 ქსელური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ერთმანეთთან ინფორმაციას

//

ქსელში შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი რესურსები - პროგრამები, მონაცემთა ფაილები, პრინტერები, დივაისები და ყველაფერი ის რასაც ინფორმაციის გაცვლის უნარი გააჩნია.

########
ქსელი იყოფა სამ ძირითად კლასად 
 ლოკალური ქსელი - ( Lan - Local Area Network ) - ერთმანეთთან დაკავშირებული, პრივატული კომპიუტერების ერთობლიობა
 რეგიონალური ქსელი - ( Man - Metropolitanl Area Network ) - რომელიც აერთიანებს ბევრ ლოკალურ ქსელს ერთ გარკვეულ კვარტალში
 გლობალური ქსელი - ( Wan - Wire Area Network ) - რომელიც აერთიანებს სხავადასხვა ქალაქებს, რეგიონებს გლობალური სახით
########

ქსელის სახეობებია გლობალური, ლოკალური და რეგიონალური - ხოლო მათი გაერთიანება ქმნის მრავალდონიან იერარქიულ პირამიდას, რომელიც იძლვეა საშუალებას მონაცემთა მასივების უზარმაზარი დონით დამუშავებაზე ანუ ინფორმაციული რესურსებისადმი შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას.

ხოლო თუ ჩვენ გავაერთიანებთ ლოკალურ და გლობალურ ქსელს მივიღებთ ვიპიენს VPN - Virtual Private Network ანუ ვირტუალურ კერძო ქსელს, რომელიც მიიღება ორი ან რამდენიმე ტერიტორიულად განცალკევებული ლოკალური ქსელის გაერთიანებით საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გლობალური ქსელების არხების დახმარებით. (რა დანიშნულება აქვს VPN რაში გამოიყენება და რაში გვჭირდება, ამს ტატიას კიდევ ცალკე დავწერ)

//

ქსელები ასევე უნდა იცოდეთ რომ იყოფა ორ კატეგორიად - კაბელური და უკაბელო მონაცემთა გადაცემა

კაბელური - სპილენძი, კოაქსიალური კაბელი, ხვეული წყვილის, ოპტიკური ბოჭოკოს გამოყენებით
უკაბელო - რადიოარხებით სიხშირეებით და ინფრაწითელ დიაპაზონში ინფორმაციის გადაცემით

//

კომპიუტერებს შორის როლების განაწილების თვალსაზრისით ქსელები არსებობენ ერთრანგიანი და კლიენტ-სერვერული

ერთრანგიანი ქსელები - ყველა კომპიუტერი თანასწორუფლებიანია, ანუ ყველა კომპიუერს თანასწორი პრივილეგია გააჩნია, ყოველ მათგანს შეუძლია შეასრულოს სერვერის როლი ანუ მიაწოდოს ფაილები და აპარატურული რესურსები დანარჩენ კომპიუტერებს, ასევე კლიენტის როლი, რომელიც სარგებლობს სხვა კომპიუტერების რესურსით

 

შეგახსენებთ რომ სერვერი არის სპეციალურად გამოყოფილი მაღალმწარმოებლური კომპიუტერი, აღჭურვილი შესაბამისი სერვერული პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც ცენტრალიზებულად მართავს ქსელის მუშაობას და აწვდის ქსელის სხვა კომპიუტერებს თავის რესურსებს
 

ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობის ქსელში ჩასართავად უნდა ჰქონდეს ქსელის ადაპტერი (NIC), ანუ მოწყობილობა რომელსაც უნარი აქვს აღიქვას ქსელური კავშირი როგორც კაბელით ისე/ან უკაბელოდ