რუსეთის ფედერაცია კიბერდანაშაულთან საბრძოლველად დანაყოფს ქმნის

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შეიქმნას დანაყოფი კიბერდანაშაულთან საბრძოლველად

რუსეთის ფედერაცია კიბერდანაშაულთან საბრძოლველად დანაყოფს ქმნის

რუსეთის ფედერაციაში იქმნება ორგანო, რომელიც კოორდინაციას გაუწევს კიბერ სივრცეში მიმდინარე მოვლენებს და იზრუნებს რუსეთის ფედერაციის კიბერ უსაფრთხოებაზე და აღმოფხვრის კიბერ კრიმინალს მაქსიმალურად

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (МВД), განყოფილების საბჭოს სხდომის შემდეგ, გადაწყვიტა შეიქმნას ახალი დანაყოფები კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Ирина Волк (ირინა ვოლკმა) განაცხადა.

”რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რუსეთის ფედერაციის პოლიციის გენერალმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა(Владимир Колокольцев), დღევანდელი საბჭოს სხდომის შედეგების საფუძველზე განაცხადა რომ, სამინისტროს სტრუქტურაში შეიქმნება დანაყოფები, რომლებიც სპეციალიზირებულნი იქნებიან IT ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ.”

ოპერატიული დირექტორების ხელმძღვანელებს, საგამოძიებო დეპარტამენტსა და გამოძიების ორგანიზაციის ოფისს დაეკისრა დოკუმენტების მომზადება, რომლებიც განსაზღვრავენ ახალი დანაყოფების სტრუქტურას, უფლებამოსილებებს და ფუნქციებს.

რუსეთის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განყოფილებების დაკომპლექტების შეტანის შესახებ ბრძანება მომზადდება მიმდინარე წლის 30 დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი ბრძანებები შემუშავდება ტერიტორიულ ორგანოებში.