ჰაკერული დაჯგუფება Cylipso გამოჩნდა

APT ჰაკერული დაჯგუფება Cylipso, რომელთა გავრცელებული დაინფიცირებული ფაილები სათავეს 2016 წლიდან იღებენ

ჰაკერული დაჯგუფება Cylipso გამოჩნდა

როგორც "Positive Technology" ექსპერტებმა აღმოაჩინეს ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა APT ჰაკერული დაჯგუფება Cylipso, რომელთა გავრცელებული დაინფიცირებული ფაილები სათავეს 2016 წლიდან იღებენ, მათ უკვე აზარალეს სხვადასხვა სამთავრობო სექტორები სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც სტატისტიკა მიახლოებით გამოიყურება ასე : ინდოეთიდან 34%, ბრაზილია 18%, ყაზახეთი 18%, რუსეთი 12%, ტაილანდი 12% და თურქეთი 6% უკვე განიცდიან ჯგუფის ქმედებებს.

მიღებული მონაცემების თანახმად, იდენტიფიცირებულ APT ჯგუფი სავარაუდოდ ჩინურენოვანთა შორისაა. ერთ-ერთი შეტევისას, ჯგუფმა გამოიყენა PlugX Malware, რომელსაც ტრადიციულად იყენებენ ჩინური წარმოშობის მრავალი APT დაჯგუფებები, ასევე Byeby Trojan, რომელიც გამოიყენეს 2017 წელს SongXY Malware-ის კამპანიაში. გარდა ამისა, ინდივიდუალური შეტევების დროს, თავდამსხმელებმა შეცდომით გამოავლინეს მათი რეალური IP მისამართები, რომლებიც ეკუთვნოდა ჩინელ პროვაიდერებს.