WannaCry Ransomware

WannaCry Ransomware

Ransomware WannaCry - თითქმის ყველაზე ცნობადი ვირუსი საზოგადოებაში, ინფიცირების დიაპაზონი - 150 ქვეყანა, დაკრიპტული კომპიუტერი 300 000-ზე მეტი, ეს გახლავთ ერთ-ერთი განსაკუთრებული და ჭკვიანი ვირუსი უცნობი წარსულით (y)

//მათთვის ვინც არ იცის ვირუსის შესახებ
- ეს გახლავთ გამომძავლელი ვირუსი, რომელიც კომპიუტერს მთლიანად ბლოკავს და ითხოვთ მითითებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკს არ ახსნევინებს მსხვერპლს ვირუსი. ხოლო მისი ძირითადი სამიზნე 
Windows ის ოპერაციული სისტემა არის!

ვირუსის ინფექციის გავრცელების შემდეგ, სისტემას უკეთდება უკანა კარები (Backdoor) საიდანაც ჰაკერი ან ჰაკერთა ჯგუფი მართავს სისტემას (ბოტის დახმარებით), იკრიპტება მთლიანად სისტემის მონაცემები და იხსნება მხოლოდ ბიტკოინის გადარიცხვის შემდეგ რომელიც მერყეობს 300$ დან 600$ მდე, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა გადასაყრელად ₾-თან მიმართებაში

- როგორც დიდი ბრიტანეთის კიბერ უსაფრთხოების სამსახური აცხადებს (NCSC) - ვირუსი WannaCry ჩრდილოეთ კორეიდან გაუშვეს და მსოფლიოს მაშტაბით თითქმის ყველა სისტემას მოედო

ფიქრობენ რომ შეტევის უკან ჩრდილო კორეელი ჰაკერები იდგნენ, რომლებიც მთავრობაზე მუშაობენ და ჰყავთ საკუთარი ჰაკერული დაჯგუფება სახელად 
Lazarus (ასევე ცნობილია სახელი როგორც უჩინარი კობრა), ბრიტანეთის კიბერ უსაფრთხოების გარდა იგივე ვერსია განაცხადეს ამერიკის სპეცსამსახურებმა და კასპერსკის ლაბორატორიამ

როგორც კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები განაცხადებენ ჩრ.კორების მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის კიბერ დანაყოფთან სახელად Bureau 121, სადაც გაერთიანებულია 6000 ჰაკერი, ხოლო მათი საქმიანობა კონფიდენციალურია!

http://bit.ly/CSGAPPS