გვხდის თუ არა Incognito Mode ანონიმურს?

გვხდის თუ არა Incognito Mode ანონიმურს?

გამარჯობა, ამ პოსტში მინდა განვიხილო ის თუ რაარის incognito mode და რა დადებითი და უარყოფითი მხარეებიაქვს მას

 

ყველაზე დიდი არასწორი შეხედულება ამ რეჟიმისა ისაა რომ თქვენ საერთოდ არ ტოვებთ კვალს ინტერნეტში, თუკი ერთხელ მაინც წაგიკითხავთ ამ რეჟიმის საწყისი გვერდი წაიკითხავდით რომ წერია შემდეგი:

1) თქვენი აქტივობები ხილვადია თქვენი ორგანიზაციისთვის ან სკოლისთვის

2) საიტისთვის რომელსაც თქვენ სტუმრობთ

3) თქვენი ინტერნეტ პროვაიდერისთვის

და თუკი თქვენ ინტერნეტში მაინც ტოვებთ კვალს რისთვისაა ეს რეჟიმი საჭირო?

რეჟიმის ფუნქციონალი გათვლილია იმ სიტუაციისთვის როცა თქვენ არ გსურთ კომპიუტერმა შეინახოს თქვენი ისტორია, cookies და ა.შ

თუკი თქვენ სარგებლობთ საჯარო ან სხვისი კომპიუტერით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რეჟიმი რათა არ დარჩეს თქვენი რომელიმე ანგარიში ჩართული, მფლობელმა ან ვინმე სხვამ არ ნახოს რომელ საიტებს ეწვიეთ და ა.შ

 

როგორც წესი, გადმოწერები და ჩანიშვნები მაინც ინახება კომპიუტერში, ასერომ, შეხედულება იმაზე რომ incognito mode თქვენ გხდით ანონიმურს, მცდარია! თქვენი აქტივობები ისეთივე ხილვადია თქვენი ინტერნეტ პროვაიდერისთვის და საიტისთვის როგორც ნორმალური ბრაუზინგის რეჟიმში