iOS 13.3-ის  გამოუსწორებელი შეცდომა, რომელიც დიდ როლს ითამაშებს Apple-ს ისტორიაში

iOS 13.3-ის გამოუსწორებელი შეცდომა, რომელიც დიდ როლს ითამაშებს Apple-ს ისტორიაში

როგორც ჩანს Apple-მა ჯერ კიდევ ვერ გამოასწორა IOS 13 ხარვეზები...
რელიზიდან მალევე მომხმარებლებმა დაიწყეს ჩივილი რიგ პრობლემებზე, როგორიცაა ინტერნეტთან წვდომის ხარვეზი, ელექტრონული ფოსტის დუბლირება, Apple watch-ის ხმოვანი შეხსენებების სინქრონიზაცია. Siri-ს და Fitbit-ის შეტყობინებები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა iOS 13 ში WI-FI-სთან კავშირია.ცდების და მიუხედავად მომხმარებლები ვერ უკავშირდებიან უკაბელო ქსელს. დღითიდღე იზრდება დაზიანებული Apple მოწყობილობების რიცხვი.
უშედეგო აღმოჩნდა ასევე iOS 13.3 განახლების ჩაშვებაც (რომელიც 10 დეკემბერს ჩაეშვა) დღეს-დღეობით  მილიონობით მომხმარებელი უინტერნეტობას ებრძვის.

WI-FI ქსელთან დაკავშირების პრობლემა როდია მხოლოდ ასევე მომხმარებლების საგრძნობლად დიდი ნაწილი განიცდის 4G კავშირის და Bluetoothის მწყობრიდან გამოსვლას.ამ ეტაპისთვის გამოსავალი მხოლოდ დევაისის დარესეტება და სარეზერვო ასლზე დაბრუნებაა.