Android-ტროიანა Cerberus-ის დეველოპერები აპირებენ გაყიდონ მთელი თავიანთი პროექტი.

Android-ტროიანა Cerberus-ის დეველოპერები აპირებენ გაყიდონ მთელი თავიანთი პროექტი.

ვაჭრობა განხორციელდება აუქციონის სახით და საწყისი ფასი იქნება 50 000$, ხოლო 100 000$-ად ვაჭრობის გარეშედაც იქნება პროექტის შეძენა შესაძლებელი. მყიდველი მიიღებს წვდომას ტროიანას ორიგინალურ კოდთან, აპლიკაციასთან, მოდულთან, ადმინ პანელთან, სერვერთან, აქტიურ და პოტენციალურ კლიენტთა სიასთან, დაყენების მართვასა და სკრიპთან, რომელიც აუცილებელია ყველა კომპონენტის მოწესრიგებული მუშაობისათვის.

მინიმუმ 1 წლის გამნმავლობაში Cerberus-ი აქტიურად არეკლამირებდა თავიანთ მომსახურეობებს, ქირად 12 000$-ად წელიწადში. კლიენტთათვის ასევე იყო ხელმისაწვდომი ქირა მცირედი დროითაც (4 000$ - 3 თვეში და 7 000$ - 6 თვეში). გამყიდველთა პუბლიკაციის თანახმად, რომელიც ერთ-ერთ რუსულენოვან კიბერდანაშაულის ფორუმზე გამოქვეყნდა, ბიზნესს ყოველთვიურად დაახლოებით 10 000$ დოლარიანი მოგება აქვს. მათი თქმით, ჯგუფი Cerberus-ი დაიშალა და დარჩენილ დეველოპერებს არ ყოფნით დრო 24-საათიან, ყოველდღიური მხარდაჭერისათვის.

ყურადღება უნდა მიექცეს, რომ Cerberus-ი წარმოადგენს მსოფლიოში პირველ ბოროტმოქმედულ ჯგუფს ერთჯერადი კოდების გატეხვაში ორფაქტორულ ავთენტიფიკაციისთვის. ბოროტმოქმედი თავის თავში ფუნქციურად მოიცავს ბანკურ ტროიანას, ასევე ტროიანას დისტანციური წვდომისთვის (RAT). მისი კოდი დაწერილია ნულიდან და არ არის “კლონი” რომელიმე ტროიანასი, რომელმაც ინტერნეტში გაჟონა.

Cerberus-ს შეუძლია გამოამჟღავნოს გაშვებულია თუ არა  ის ნამდვილ მოწყობილაზე თუ sandbox-ზე. ბოროტმოქმედი  ფლობს დიდ შესაძლებლობლებს. მაგალითისთვის, მას შეუძლია გააზიაროს შეტყობინებები  დავირუსებული მოწყობილობიდან ბანკის სერვერებზე, რათა აიძულოს მსხვერპლი შეიყვანოს პირადი მონაცემები, და ასევე მოიტაცოს ორფაქტორული ავტენტიფიკაციის კოდები.

LLC Cyber Security Group | CYBSECGROUP მაღალტექნოლოგირუი პროექტების და პროდუქტების მწარმოებელი კომპანია