Tor Project აპირებს აღმოფხვრას ხარვეზი, რომელსაც Onion საიტებზე DDoS შეტევისთვის იყენებდნენ.

Tor Project აპირებს აღმოფხვრას ხარვეზი, რომელსაც Onion საიტებზე DDoS შეტევისთვის იყენებდნენ.

Tor Project აპირებს გამოასწოროს ბაგი რომელიც წლების განმავლობაში გამოყენებული იყო Onion საიტებზე DDoS შეტევისთვის, ბაგის არსებობის შესახებ წლებია Tor project -ს ინფორმაცია გააჩნია, პრობლემას წარმოადგენს ის რომ შემტევს შეუძლია გახსნას უამრავი კავშირი და დატოვოს ისინი ჩართული, ყოველი ახალი გახსნილი კავშირისას ტორის ქსელში არსებულმა საიტმა უნდა შექმნას კომპლექსური წრე სერვერსა და მომხმარებელს შორის, გარკვეული რაოდენობის კავშიების გახსნის შემდეგ, პროცესორის დატვირთულობა 100%-ს აღწევს, და შეუძლებელი ხდება სერვერმა გახსნას ახალი კავშირები

ტორის დეველოპერებმა იცოდნენ ბაგის არსებობის შესახებ წლების მანძილზე, თუმცა ხარვეზი არ გამოუსწორებიათ იმიტომ რომ არ არსებობს პირდაპირი და მარტივი გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, და წლებისწინ ამ პრობლემის მოგვარება არცთუისე მარტივი იყო, და ჯერჯერობით ისევ არ არსებობს გზა რომ დაადგინო კავშირი ლეგიტიმურია თუ არა იქამდე სანამ ორმხრივი კავშირი არ დამყარდება, რაც თავისმხრივ უკვე გვიანია შეტევის აღმოსაფხვრელად!

შეტევა Dark Web -ის პორტალებზე

ეს ხარვეზი გამოყენებული იყო დარქ ვების პორტალებზე წლების განმავლობაში, თუმცა ბოლო რამოდენიმე თვეში კონკრეტული სამიზნე გახდა დარქვების მარკეტები რომლებიც არალეგალური პროდუქტებით ვაჭრობდნენ, მას შემდეგ რაც "Dream Market" ზე 7 კვირის გამნმავლობაში გამუდმებით მიდიოდა შეტევა და შემტევები 400,000 ამერიკულ დოლარს ითხოვდნენ შეტევის შესაწყვეტად, დარქ მარკეტმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს რომ გადასახადის გადახდის ნაცვლად ისინი ხურავენ საკუთარ საიტს!

იხილეთ პოსტი:
 

 

მსგავსი ტიპის შეტევებზე ფიქსირდებოდა ასევე სხვა და მსგავს საიტებზე, შეტევის მსხვერპლი ასევე გახდა  Dread forum რომელზეც მარკეტის მომხმარებლები ხშირად ცვლიდნენ ინფორმაციას!

 

შეტევისთვის ხელსაწყო ხელმისაწვდომია გითჰაბზე 

 

თუმცა ასევე გხვდება პოსტები ფორუმებზე სადაც ამ ხელსაწყოების გაუმჯობესებულ ვარიანტებს გვათავაზობენ
 

Someone just selling Tor DoS exploit on the Dark Web forum. pic.twitter.com/2WrXI4EPK8

— Sh1ttyKids (してぃーきっず) (@Sh1ttyKids) June 30, 2019

 

ჯერჯერობით არაა ცნობილი თარიღი როდესაც Tor Project ამ პრობლემას აღმოფხვრის