[მარკეტინგი] ციფრული სამყარო და ინტეგრაცია, SEO, SEM, SMM, SMO.

[მარკეტინგი] ციფრული სამყარო და ინტეგრაცია, SEO, SEM, SMM, SMO.

მარკეტინგის მეთოდები და ვირტუალური სამყარო

მსოფლიოს მაშტაბით, ყველა დარგში ერთ-ერთი წამყვანი როლი დაკავებული აქვს ციფრულ მარკეტინგს და სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციას, სწორედ ამიტომ ციფრული მარკეტინგი იყოფა რამდენიმე კატეგორიად, როგორიცაა : SEO, SMM, SEM, SMO.

SEO - Search Engine Optimization - საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ეხმარება ვებ გვერდს დაიკავოს მოწინავე პოზიციები Google,DuckDuckGo, Yandex-ის და სხვა საძიებო სისტემების ძრავში, ერთი შეხედვით მარტივად ჟღერს. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია აერთიანებს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია საძიებო სისტემაში თქვენი ვებ-გვერდის პოზიციების გაუმჯობესებისკენ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ SEO - ოპტიმიზაციის დახმარებით თქვენი პოტენციური მომხმარებელი მარტივად მოგაგნებთ, სხვადასხვა ქეივორდების და მეტათეგების დახმარებით

SEM - Search Engine Marketing - საძიებო სისტემების მარკეტინგი წარმოადგენს ინტერნეტ მარკეტინგის ფორმას, რომელიც მოიცავს ვებ გვერდების პოპულარიზაციას საძიებო სისტემების ძიების შედეგებში პრიორიტეტების გაზრდის მიზნით. მოდი ვნახოთ,  როგორ  განსაზღვრავს  Google  SEM  (საძიებო სისტემების მარკეტინგი). Search Engine Marketing – ეს არის ონლაინ რეკლამის   ძიების შედეგების გვერდზე გაშვება, რათა  მომხმარბლებს  გაუადვილდეთ   თქვენი საიტის ნახვა. SEM ხშირად იყენებს  pay-per-click (PPC) -მეთოდს, რომლის დროსაც  რეკლამის   ბიუჯეტი  იხარჯება მხოლოდ კლიკის და საჭირო გვერდზე გადასვლის შემთხვევაში. SEM მოიცავს ფასიან რეკლამებს როგორიცაა:  Adwords, Bing Ads, Yahoo და სხვა ონლაინ რეკლამის სერვისები. საძიებო სისტემების  მარკეტინგი გულისხმობს  გარკვეული ბიუჯეტით  გარკვეული შედეგისთვის

SMO - Social Media Optimization - სოციალური მედია ოპტიმიზაცია,  SEO-ს ანალოგია, მაგრამ არა საძიებო სისიტემებით, არამედ სოციალური მედიის საშუალებით. ეს არის ცალკე მეცნიერება თავისი წესებით და პრინციპებით. სოციალური ქსელების ოპტიმიზაცია ხელს უწყობს  საიტზე, ბლოგზე ტრეფიკის მოზიდვას, საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ კონტენტი, შექმნათ  საზოგადოება ბრენდის ირგვლივ. SMO არსი მდგომარეობს იმაში, რომ   უნდა  შექმნათ  თქვენი ბიზნესის გვერდები სოციალურ ქსელებში  და მათი მეშვეობით გაავრცელოთ  საინტერესო  კონტენტი  თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის (გახსოვდეთ: საიტზე უნდა გქონდეთ კონტენტის გაზიარების შესაძლებლობა

SMM - Social Media Marketing - სოციალური მედია მარკეტინგი, იგივე ციფრული მარკეტინგი თანამედროვე ბიზნესისთვის ძალიან მნივნელოვანი ხელსაწყოა. SMM- შეუძლია იყოს უფრო ეფექტური ვიდრე  SEO, ყოველ შემთხვევაში პროექტის საწყისი ეტაპისთვის. მოკლედ, რომ ვთქვათ SMM - ეს არის შექმნილი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს მიაღწიოთ თქვენ ბიზნეს - მიზნების განხორციელებას სოციალური ქსელების დახმარებით. სოციალური ქსლების მარკეტინგი (Social Media Marketing) შექმნილია  სამიზნე აუდიტორიის გაფართოებისთვის  და  მომხმარებლებში  ბრენდისადმი  ნდობის  და ლოიალურობის  გასაზრდელად

 საძიებო სისტემების ალგორითმები საუკეთესო შედეგების მოსაძიებლად შემდეგ კომპონენტებს აქცევს ყურადღებას : ლინკები, გალინკული სიტყვები, სათაურები, ქეივორდები. ხოლო ერთ-ერთ წამყვან როლს ვებ-გვერდის უკანა მხარე წარმოადგენს, თუ როგორი გაკეთებულია საიტი და რამდენად გამართულია სეო, სემ, სმმ, სმო ინტეგრაციებისთვის.

მეტა თეგების ინტეგრაციისთვის საჭირო კოდის კრებული
კიბერ უსაფრთხოების ჯგუფისგან

GitHub

http://bit.ly/CSGAPPS