TOR ბრაუზერის გამოყენება რუსეთში ისტორიულ მაჩვენებელს აღწევს

TOR ბრაუზერის გამოყენება რუსეთში ისტორიულ მაჩვენებელს აღწევს

  2019 წლის ივლისში, რუსეთიდან 600 ათასზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა Tor ბრაუზერი. ამრიგად, რუსეთი გამოვიდა ყველაზე მაღალი სტატისტიკის მაჩვენებელი ქვეყანა ბენლ ქსელში მოღვაწე ქსელების გამოყენებაში. ამის შესახებ იტყობინება "რუსული ბიბისი სერვისი".
აღსანიშნავია, რომ აშშ და ირანი ლიდერობენ ბნელ ქსელში მომხმარებელთა რაოდენობით, მაგრამ წლევანდელი სტატისტიკით რუსეთი პირველ ადგილზე გადავიდა TOR ბრაუზერის გამოყენების კუთხით.

2019 წლის პირველ თვეებში ტორს დღეში არაუმეტეს 300 ათასი მომხმარებელი ჰყავდა რუსეთის ფედერაციიდან. უკვე აპრილში აღინიშნა განსაკუთრებული აქტივობა. სამუშაო დღეებში მკვეთრად გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა, ხოლო შაბათ-კვირას მკვეთრად დაეცა. აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, რუსეთიდან მომხმარებელთა ისტორიული მაქსიმუმი ხუთჯერ შეიცვალა.

გარდა ამისა როგორც უკვე პროექტი ტორის სპიკერმა - "Stephanie Whited"-მა განაცხადა, ბნელ ქსელში რუსული ენა პირველ ადგილზე გადავიდა, სადაც ინგლისურმა ენამ მეორე ადგილზე ჩამოიწია, რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს რუსეთში ტორის აქტიურ გამოყენებას