Windows 7 გერმანიის სამთავრობო უწყებების 33000 კომპიუტერზე

Windows 7 გერმანიის სამთავრობო უწყებების 33000 კომპიუტერზე

2020 წლის 14 იანვარს Microsoft-მა შეწყვიტა Windows 7-ის მხარდაჭერა და ოპერაციული სისტემის მომხარებლებს სისტემის განახლებისკენ მოუწოდა.

გერმანული გამოცემის Handesblatt-ის ტანახმად, გერმანიის პარლამენტის და სამთავრობო სტრუქტურების 33000 კომპიუტერში კვლავ Windows 7-ის ოპერაციული სისტემებით სარგებლობენ, რაც უსაფრთხოების ზომებს აქვეითებს. უფრო მეტიც, მოძველებული სისტემების რაოდენობა, ფაქტობრივად, შეიძლება იყოს უფრო მეტი, რადგან მთავრობა სრულ ინფორმაციას არ ფლობს, - განაცხადა ბუნდესტაგში მწვანეთა ფრაქციის წარმომადგენლის თავმჯდომარის მოადგილემ.

გერმანიის მთავრობას შეუძლია ისარგებლოს გაფართოებული ფასიანი დახმარებით Windows 7 - ისთვის, რომელიც Microsoft-მა გააგრძელა 2023 წლამდე, ჰენდელსბატის თქმით, ეს 800 ათასი ევრო ეღირება

http://bit.ly/CSGAPPS