კიბერ უსაფრთხოების ჯგუფის შეთავაზება საქართველოს მოსახლეობას

კიბერ უსაფრთხოების ჯგუფის შეთავაზება საქართველოს მოსახლეობას

კიბერ უსაფრთხოების ჯგუფის შეთავაზება საქართველოს მოსახლეობას

 დღეს თანამედროვე სამყარო მოიცვა გამოწვევებმა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კაცობრიობას მკაფიოდ დაანახა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოება პრიორიტეტულია ყველა დანარჩენ უსაფრთხოებათა შორის

ბოლო ათწლეული მიზნად დაისახა  ციფრული მიმართულების დანერგვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორებში, ეს იქნება:  სახელმწიფო სტრუქტურები, ბანკები, სადაზღვევო, კომპანიები, მედიცინა,  განათლება და ასე შემდეგ!

2019 წლის  28 ოქტომბერს  საქართველოზე განხორციელებული კიბერ შეტევა, რასაც  2000 ვებ-გვერდის გათიშვა  მოჰყვა, ერთ-ერთი ძლიერი დარტყმა მიაყენა ქვეყანას, თუმცა თუ გავითვალისწინებთ  ,თავდასხმის მეთოდს’  საგანგაშოა,  რადგან  მცირეოდენმა, შეიძლება ითქვას არა პროფესიონალურმა ჩარევამ შედეგობრივად მასშტაბური ეფექტი და დაზიანება გამოიწვია

2019 წელს კიბერდანაშაული 125% - ით გაიზარდა და დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი  5.19% - ია.
გამომდინარე აქედან  ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად შესაძლოა დასახელდეს ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე არაორგანიზებული სვლა, ის რომ ქვეყანას არ გააჩნია ინტერესი შექმნას საკუთარი ინფორმაციული უსაფრთხოების პროდუქტები, რომლითაც თავიდან აიცილებს მსგავს შეტევებს და მინიმუმამდე დაიყვანს კიბერდანაშაულის მაჩვენებლებს. ხშირ შემთხვევაში გადამყიდველების მიერ მოწოდებული კიბერ უსაფრთხოების დაცვის პროდუქტები გამოუსადეგერია, ან არ ემსხურება დაცვის მიზანს, რაც თავის მხრივ ზრდის ჯაშუშობის რისკს სტარტეგიულ უწყებებსა და ინსტიტუტებში

არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც დაავალდებულებს სამთავრობო და ბიზნეს სექტორს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის გატარებას
ჰიბრიდული ომი, როგორც გლობალური გამოწვევა საჭიროებს  სახელმწიფოს მხრიდან რეალურ აღქმას  და დაუყოვნებელი ზომების მიღებას. ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის  თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც განხილვის პროცესშია განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის სამი კატეგორიის სუბიექტს, რომლების უსაფრთხო ფუნქციონირებასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის
ეს კატეგორიებია:

1.სახელმწიფო სექტორი
2.ტელეკომუნიკაციების სექტორი
3.კერძო სექტორი

ეს სისტემა ვერ იქნება ეფექტური, და სახელმწიფოსათვის ვერ გადაჭრის რეალურ პრობლემებს, რადგან ყველაფერი ერთი უწყების ხელში ერთიანდება და რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონის 'закон Яровой' - სთან (რუსეთის კანონი) არის თანხვედრაში. სახელმწიფოს მიანიჭებს საეჭვო სტატუსს, რომელსაც ჰქვია ავტორიტარიზმი, ეს კი კითხვებს გაუჩენს, როგორც პარტნიორებს ისე ინვესტორებს

მმართველობის  გადანაწილება სახელმწიფოდან კერძო სექტორში ხელს შეუწყობს  ეფექტურ და მყისიერ მუშაობას. თუკი სისტემა დაბალანსებული არ იქნება და მმართველობის სხვადასხვა რგოლი  გადანაწილებული არ არის სტანდარტების წესით, ასეთი მოდელები და ეფექტურად არ მუშაობს.

რამდენად საჭიროა სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოება და თავდაცვითი პლატფორმები!?

კომპანია "კიბერ უსაფრთხოების ჯგუფი" გთავაზობთ  შემდეგს:
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებს, რომლებიც ემსახურება კიბერ უსაფრთხოების დაცვას, რომელიც შეიქმნა საქართველოში, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მიერ, რაც ერთის მხრივ ხელს შეუშლის ნიჭიერი კადრების გადინებას ქვეყნის გარეთ, და აგრეთვე მოხდება სტუდენტების გადამზადება ქვეყნის შიგნით

• სახელმწიფომ, ხელი შეუწყოს კერძო სექტორს, ზემოაღნიშნულის რეალიზებაში, კერძოდ:

1) მიღებულ იქნეს კანონმდებლობა კიბერ უსაფრთხოების დაცვის  ვალდებულებაზე, ქვეყნის შიგნით შექმნილს და ეროვნულ პროდუქტს მიენიჭოს პრიორიტეტი!

2) ქართული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები შეიქმნას კერძო კომპანიების მიერ, რომლის ხარისხის კონტროლს განახორციელებს სახელმწიფო საერთაშორისო სტანდარტების და ნორმების შესაბამისად!

3) პრევენციული სტრატეგიის  შექმნა, მომხმარებელთა გათვითცნობიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, ვალდებულებების გადანაწილება, სახელმწიფოს და ბიზნესის ურთიერთობა!

ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტორების მოზიდვას, მოქალაქეების დასაქმებას, სახელმწიფო და კერძო უწყებების გაძლიერებას, რაც ასევე აამაღლებს საქართველოს იმიჯს საერთაშორისო პარტნიორებთან!

LLC Cyber Security Group | CYBSECGROUP მაღალტექნოლოგირუი პროექტების და პროდუქტების მწარმოებელი კომპანია