ჰაკერებმა Apple-ის მოწყობილობებში გამოუსწორებელ ხარვეზს მიაგნეს

ჰაკერებმა Apple-ის მოწყობილობებში გამოუსწორებელ ხარვეზს მიაგნეს

ჰაკერმა axi0mX-მა ექსპლოიტ-პროგრამა გამოაქვეყნა, რომელიც 2011-დან 2017 წლამდე გამისული Apple-ის პრაქტიკულად ყველა მოწყობილობაზე სუპერმომხმარებლის უფლების მოპოვების საშუალებას იძლევა.

ხარვეზის გამოყენება, რომელმაც Checkm8-ის სახელი მიიღო, მომხმარებლებს მასობრივად არ შეუძლიათ- მისი დახმრებით უკვე შესაძლებელია მოწყობილობებზე წვდომის მიღება, თუმცა მათზე გარეშე აპლიკაციის დაყენება ჯერჯერობით რთულია.

Apple-ის შეცდომა, რომელიც ჰაკერმა თავის ექსპლოიტში გამოიყენა, ტექნიკური ხასიათისაა და ამერიკული კომპანია მის აღმოფხვრას სავარაუდოდ ვერ შეძლებს. 

ამ ახალი ხარვეზის აღმოჩენა ჰაკერებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა: ბოლოს მათ Apple-ს მოწყობილობებში ჯეილბრეიკის შესაძლებლობა 2010 წელს აღმოაჩინეს.

ახალი ხარვეზი იმითაც არის გამორჩეული, რომ ის ჩადებულია bootroom-ში- ეს არის პროგრამული კოდის შეუცვლელი ნაწილი, რომელიც მოწყობილობაში ტექნიკურ დონეზეა ჩადებული და პირველი ჩართვისთანავე ჩაეშვება.

ამ დრომდე ამერიკული კომპანია განახლებებს საკმაოდ ხშირად უშვებდა, რაც ოპერაციული სისტემის ჯეილბრეიკის შესაძლებლობას ზღუდავდა. თუმცა ამ ახალი ხარვეზის აღმოსაფხვრელად პროგრამული განახლება საკმარისი არ არის.

ახალი ხარვეზი iOS-მოწყობილობის ყველა მეხსიერების ბარათზეა. ექსპლოიტის შესაძლებლობებით სარგებლობა  ამ დროისთვის მხოლოდ ჰაკერებს შეუძლიათ, რომლებიც Apple-ს მოწყობილობების გატეხვით არიან დაკავებულები.

ჰაკერები ამ ხარვეზის დახმარებით ფაილების სისტემაზე წვდომას იღებენ და შეუძლიათ შემსრულებელი კოდი Apple-ს თანხმობის გარეშე გაუშვან.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ სმარტფონის ან პლანშეტის გადატვირთვისას სისტემაში სრული შეღწევის შესაძლებლობა ქრება.

ჯეილბრეიკი მომხმარებელს აძლევს საშუალებას ფაილების სისტემაში სრულად შეაღწიოს და iOS-მოწყობილობა მართოს.

პირველი ჯეილბრეიკი ჰაკერების ჯგუფმა iPhone Dev Team-მა 2008 წლის ივლისში გამოუშვა. მას PwnageTool-ი ეწოდებოდა და iPhone 3G-ის გატეხვა შეეძლო.

წყარო : imedinews.ge