"ჩვევები" რომელიც თქვენს უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს

"ჩვევები" რომელიც თქვენს უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს

გამარჯობა, ამ სტატიაში მინდა ჩამოვწერო ჩვევები რომლებიც საფრთხეს უქმნის თქვენს კიბერ უსაფრთხოებას

1) ყველა საიტზე ერთიდაიგივე პაროლი
ესაა ყველაზე დიდი რისკი რითაც თქვენს საკუთარ უსაფრთხოებას აყენებთ საფრთხის ქვეშ, საიტები რომლებზეც თქვენ რეგისტრირდებით შეიძლება გატყდეს, ამით მოხდება თქვენი პაროლის გაჟონვა და წარმოიდგინეთ რა მოხდება თუკი თქვენი ანგარიშის პაროლი პირობითად რომელიმე სიახლეების საიტზე, ემთხვევა თქვენი ონლაინ ბანკის ანგარიშის პაროლს?

2) ანტივირუსის განახლებების უარყოფა
თუკი თვლით რომ ანტივირუსის განახლება უბრალო დროის კარგვაა მაშინ მინდა გითხრათ რომ თქვენ ცდებით, ანტივირუსის განახლებულმა ვერსიამ თქვენ შეიძლება დაგიცვათ უახლესი ვირუსების, Ransomware-ბის და სხვა ბევრი მავნე ფაილის წინააღმდეგ, დარწმუნდით რომ თქვენ იყენებთ თქვენი ანტივირუსის უახლეს ვერსიას!

3) გქონდეთ ძალიან ბევრი ბრაუზერის Extension
ბრაუზერში ჩანამატები ყოველთვის მხოლოდ გამოსადეგიც არაა, ისინი შეიძლება შეიცავდნენ მავნე კოდს (განსაკუთრები იმ შემთხვევაში თუკი ისინი არაოფიცილაური მარკეტებიდანაა დაყენებული)!

4) არ იყენებდეთ 2 ნაბიჯიანს ავტორიზაციას
პირველი ნომრის თანახმად თქვენი ყველაზე დაცული პაროლიც კი შეიძლება მარტივად მოხვდეს სხვის ხელში და თქვენი სენსიტიური ინფორმაციის დაცვას ხელს შეუწყობს 2 ნაბიჯიანი ავტორიზაცია!

5) lockscreen -ის და პაროლის არქონა
თქვენი მოწყობილობები 10 ჯერ უფრო დაუცველი ხდება თუკი თქვენ არ იყენებთ lockscreen-ს ან პაროლს! თუკი თქვენი ნებისმიერი მოწყობილობა ცუდ ხელში აღმოჩნდება შეიძლება ამან დიდი პრობლემები შეგიქმნათ!

6) ანტივირუსის საერთოდ არ ქონა
მეორე პუნტქში საუბარი იყო ანტივირუსის განახლების უარყოფაზე თუმცა ამაზე ბევრად უფრო უარესია მათი საერთოდ არქონა! 
თქვენი კომპიუტერის ინფიცირება ანტივირუსის არქონის შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივია!
უახლოეს მომავალში გამოვა პირველი ქართული ანტივირუსი რომელსაც გირჩევდით რომ მოგესინჯათ ;) 

7) პაროლების ფურცელზე ჩაწერა
ესაა ერთერთი ძალიან ცუდი ჩვევა რაც კი შეიძლება გქონდეთ, პაროლების ჩაწერა ფურცელზე ძალიან დაუცველი გზაა თქვენი პაროლების დასამახოვრებლად, რეკომენდირებულია გამოიყენოთ რომელიმე password keeper-ი რომელიც დაცულ ფორმატში შეინახავს თქვენს პაროლებს!


8) სენსიტიური ინფორმაციის გადაგზავნა http საიტების გამოყენებით
http (HyperText Transfer Protocol) არის პროტოკოლი რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემას საიტსა და მომხმარებელს შორის, ეს პროტოკოლი გადაცემულ ინფორმაციას იმავე სახით აგზავნის სერვერზე, ხოლო სენსიტიური ინფორმაციის ამ პროტოკოლით გადაგზავნა სახიფათოა რადგანაც ამ პაკეტეტების "დაჭერა" არც თუ ისე რთულია, როცა საქმე თქვენ ან თქვენი ანგარიშების უსაფრთხოებას ეხება დარწმუნდით რომ იყენებთ https საიტებს როგორიცაა ჩვენი საიტი seclab.ge <3 

9) მნიშვნელოვანი ანგარიშების უპაროლო Wi-Fi -ს გამოყენებით შემოწმება
როცა თქვენ იყენებთ უპაროლო, საჯარო ინტერნეტს შეიძლება ნებისმიერ მომენტში ქსელზე მიმდინარეობდეს შეტევა რაც ნიშნავს იმას რომ შეიძლება თქვენი ანგარიშები ცუდ ხელში აღმოჩნდეს!

10) მარტივი პაროლების გამოყენება
გამოიყენეთ კომპლექსური პაროლები და არა ისეთი როგორიცაა "123456", "qwerty123" და ა.შ 
მსგავსი პაროლების გამოცნობა/გატეხვა ყველაზე მარტივია


დღეისთვის სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებას!