კრიპტო(ციფრული) ვალუტა - Cryptocurrency

კრიპტო(ციფრული) ვალუტა - Cryptocurrency

- 21-ე საუკუნე, კიბერნეტიკის ციფრული საუკუნეა, სადაც რეალობა და ვირტუალური სივრცე გარკვეული დოზით შერწყმულია. ბოლო დროის ყველაზე აქტიური საკითხი გახდა ვირტუალური ფული, კრიპტოვალუტა, შევეცდები განვიხილო და მოკლე მიმოხილვა გავუკეთო ან უსასრულო თემას, რომელსაც ციფრული ფულის სახელით ვიცნობთ

ზოგადი ინფორმაცია 
კრიპტოვალუტა არის ელექტორნული ფული, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაგზვნოს ფული ინტერნეტით მსოფლიოს გარშემო, უმოკლეს დროში(რათქმაუნდა იმის მიხედვით, რამდენად თავისუფალია ბლოკი გასაგზავნათ), შუამავლის გარეშე და რაც მთავრია ეს ხდება ანონიმურად, იდენთიფიცირების გარეშე. ვერავინ ვერ გაიგებს, ვინ, ვის, როდის და სად რამდენი გადაურიცხა, კრიპტო ვალუტა ფიზიკურად არ არსებობს, ის არც იბეჭდება, არ აქვს ფიზიკური ფორმა, მას ვერ შევეხებით, ის მათემათიკურ გამოთველბზეა დამყარებული და დაშიფრულია კრიპტოგრაფიულად, გარკვეული ალგორითმებით.

ისტორია
ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან და 90–იანი წლებიდან ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან ერთად ჩნდება ციფრული ვალუტები, რომელთა მეშვეობითაც ვირტუალურ საზოგადოებაში საქონლისა და მომსახურების გაცვლაა შესაძლებელი უკვე 2000 წლიდან ევროკავშირი იწყებს „ელექტრონული ფულის ინსტიტუტების ბიზნესის“ ზედამხედველობას.
ციფრული ფულის ისტორიას თუ გადავხედავთ პირველ კრიპტო ვალუტად მოისაზრება როგორც "ბიტკოინი" სიტყვა ბიტკონი პირვლად თეთრ ქაღალდზე 2008 წელს გამოჩნდა, რომელიც დღეს დღეისობით წამყვან ადგილს იკავებს კრიპტო ვალუტებს შორის, რაც შეეხება მის ფასს - ყოველწუთს თამაშობს სავაჭრო და კრიპტო ბირჟებზე.

 

კრიპტო ვალუტის ბევრი სახეობა არსებობს, როგორიცაა : Bitcoin, Ethereum, Litecoin და სხვა მრავალი, რომელთა ფასიც დამოკიდებულია მომხმარებელთა რაოდენობასა და გასაღებაზე. კრიპტოვალუტის გამომუშავების ორი გზა არსებობს
• მაინინგი ან • ინვესტირების გაკეთება, ორივე შემთვევაში საჭიროა ვიდეო დაფა და პროცესორი, ალგორითმების ამოსახსნელად და ბლოკების გადასაგზავნად

http://bit.ly/CSGAPPS