ჰაკერული დაჯგუფება Turla-ს მალული შეტევა ირანულ ჰაკერულ დაჯგუფებაზე

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ (NSA) და დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა (NCSC) გამოაქვეყნეს

ჰაკერული დაჯგუფება Turla-ს მალული შეტევა ირანულ ჰაკერულ დაჯგუფებაზე

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ (NSA) და დიდი ბრიტანეთის კიბერ უსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა (NCSC) გამოაქვეყნეს, რომ რუსულენოვანი ჯგუფი Turla (ცნობილია როგორც : aka Waterbug, Snake, WhiteBear, VENOMOUS BEAR და Kypton) აქტიურად ახალისებს ირანელ ჰაკერებს, თავიანთი ინფრასტრუქტურის გამოყენებით და ინფორმაციული გაცვლით

ექსპერტების აზრით, ჰაკერულმა დაჯგუფება Turla-მ თავისი მიზნებისთვის განუახლა პროგრამები და ხელსაწყოები ირანელ ჰაკერებს, სადაც ცნობილი ხელსაწყოებია Neuron და Nautilus, რომელიც სხვა შეტევების დროს მანამდეც გამოყენებული ჰქონდათ.

ადაპტირებული პროგრამების წყალობით Turla-ს დაჯგუფებამ სცადეს წვდომა შუა აღმოსავლეთის 35 ქვეყანაში: სამთავრობო სისტემებზე, სამხედრო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში (მიზნები მინიმუმ 20 ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა). შეგახსენებთ, რომ Symantec-ის ექსპერტებმა განაცხადეს გასულ ზაფხულს Turla-ს მიერ ირანული ჰაკერული დაჯგუფების APT34 (aka Oilrig, HelixKitten და Crambus) კომპრომისების შესახებ