რუსეთი | TOR იბლოკება

რუსეთის მასშტაბით საერთაშორისო პროექტი ტორი (TOR) იბლოკება

რუსეთი | TOR იბლოკება

მომხმარებლებმა და სპეციალისტებმა დააფიქსირეს რუსეთის ფედერაციაში Tor ქსელში წვდომის დაბლოკვა.

OONI Explorer-ის სერვისის თანახმად, რუსეთში Tor-ის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები 2 დეკემბერს დაიწყო.

ვადიმ მისბახ-სოლოვიევმა, ტექნიკურმა ექსპერტმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია RosKomSvoboda-დან, თქვა, რომ მოსკოვში ზოგიერთი პროვაიდერი ან TSPU აღჭურვილობა ბლოკავს წვდომას "ნაგულისხმევი" Tor სერვერებზე.

ამ ეტაპზე გაურკვეველია ეს ბლოკირება პროექტ RUNET-თან არის რაიმე კავშირში თუ არა, სადაც ასევე აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს რუსეთის ფედერაციაში ისტორიული მაჩვენებელი ჰქონდა TOR ბრაუზერის მოხმარებას, შეიძლება ითქვას რომ ამ კუთხით რუსეთმა რეკორდი დაამყარა