რუსეთმა დააკავა REvil ჰაკერები

უპრეცენდენტო დაკავებები რუსეთში, ფედერალურმა სამსახურებმა დაიჭირეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მავნე ვირუსის დეველოპერი ჰაკერები

რუსეთმა დააკავა REvil ჰაკერები

რუსეთმა დააკავა REvil Ransomware - ს მწარმოეებელი დაჯგუფება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალიან დიდ კიბერ შეტევებზე მსოფლიოს მასშტაბით

უპრეცენდენტო ნაბიჯი რუსეთის უშიშროების და ფედერალურმა სამსახურებმა რამდენიმე წლიანი ოპერაციის შემდეგ გადადგეს, სადაც დააკავეს 25 მდე ჰაკერი.

ოპერაცია, სადაც ასევე მონაწილეობდა აშშ-ს ფედერალური უწყებები წარმატებით დასრულდა, დაკავებული ჰაკერები არიან : მოსკოვიდან, ლენინგრადიდან და სხვა პატარა რუსული რეგიონებიდან, ხოლო ბრალი ამჟამად 14 პიროვნებას წარედგინა, როგორც ორგანიზებულ კიბერ შეტევებზე.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ამ პირებმა შეიმუშავეს მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, მოაწყეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან თანხების მოპარვა და მათი განაღდება, მათ შორის ინტერნეტში ძვირადღირებული საქონლის შეძენის გზით“, - ნათქვამია FSB-ის განცხადებაში.

გარდა ამისა, FSB-მ ჩამოართვა 426 მილიონ რუბლი, მათ შორის კრიპტოვალუტაც, 600,000 აშშ დოლარი, 500,000 ევრო, ასევე კომპიუტერული ტექნიკა, კრიპტო საფულეები, რომლებიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩასადენად და 20 ძვირადღირებული მანქანა, რომლებიც შეძენილია უკანონო გზით ნაშოვნი ფულით.