Microsoft უშვებს სასწრაფო ნულოვანი დღის Patch-ს Internet Explorer-ისა და Windows Defender-ისათვის!

Microsoft-მა რამდენიმე საათის წინ გამოუშვა patch რომელიც internet explorer-ის ბოლო ვერსიასა და windows defender-ში 2 ნულოვანი დღის სისუსტეს (კონკრეტულად Remote Code Execution/Denial Of Service )-ს ასწორებდა!

Microsoft უშვებს სასწრაფო ნულოვანი დღის Patch-ს Internet Explorer-ისა და Windows Defender-ისათვის!

Microsoft-მა რამოდენიმე საათისწინ გამოუშვა დაუგეგმავი update, კრიტიკული სისუსტის გამოსასწორებლად internet explorer-სა და windows defender-ში სისუტე აღმოაჩინა კლიმენტ ლისინგმა (Clément Lecigne) გუგლის საფრთხეთა ანალიზის ჯგუფიდან, სისუსტე დადასტურდა და მიენიჭა კოდი : CVE-2019-1367; Internet Explorer-ის ძრავში სისუსტის გამომწვევი იყო Microsoft-ის სკირპტის ძრავი,  სისუსტე იწვევდა Memory Corruption-ს რომელიც შემტევს საშუალებას აძლევდა შეეღწია მსხვერპლის კომპიუტერში წინასწარ მომზადებული სისუსტეზე მორგებული ვებ გვერდით, სისუსტე აღმოჩენილი იქნა IE 9,10,11 ვერსიებში, microsoft მა დაადასტურა რომ ჰაკერებმა ეს სისუსტე აღმოჩენამდე უფრო ადრე გამოიყენეს მაგრამ ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ადამიანი გახდა ჰაკერების შეტევის მსხვერპლი, ასევე დღეს გამოვიდა patch რომელიც Windows Defender-ში Denial-Of-Service (DoS) სისუსტეს აღმოფხვრიდა, სისუსტე აღმოჩენილი იქნება F-Secure-ის მკვლევარი Charalampos Billinis - ის მიერ სისუსტის კოდი : CVE-2019-1255 სისუსტის ექსპლუატაციისთვის საკმარისი იყო სპეციალურად გამზადებული ფაილი რომლის დასკანირების პროცესშიც ვინდოუსის სისტემაში ჩაშენებული Windows Defender  შეცდომაში შედიოდა, ბოლო 20 საათის მანძილზე Windows სისტემებში დაიგზავნა ორი ნულოვი დღის სისუსტის სასწრაფო patch-ები, microsoft სრულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს!