ჰაკერმა HackerOne -ზე 2,000,000 აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

HackerOne– ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუმინეთის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი კოსმინ იორდახმა, უკვე 2 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

ჰაკერმა HackerOne -ზე 2,000,000 აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

 HackerOne–ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუმინეთის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი კოსმინ იორდაჩი (Космин Иордач) გახდა პირველი მკვლევარი პროექტის ისტორიაში, რომელმაც $ 2,000,000 – ზე მეტი თანხა გამოიმუშავა Bug Reporter-ებით (სერვერებზე და საიტებზე ხარვეზების დარეპორტებით).

ის ასევე მეშვიდე მკვლევარია, რომელმაც ორი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი დოლარი გამოიმუშავა.

HackerOne -არის პლატფორმა, სადაც რეგისტრერებული მომხმარებლები დარეპორტებული ბაგების შემთხევაში იღებენ გარკვეულ ანაზღაურებას ან პოინტებს(ქულების სისტემა)

იორდაჩმა HackerOne- ს განუცხადა, რომ ის ექვსი წლის განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში, მეუღლესთან და ორ ძაღლთან ერთად. მისი ინტერესი ჰაკერებისა და მოწყვლადობის პოვნის მიმართ გაჩნდა ჰამბურგში "HackAttack " სემინარის შემდეგ 2016 წლის შუა რიცხვებში. მაშინ ექსპერტი ჯერ კიდევ სწავლობდა უნივერსიტეტში, ხოლო 2017 წლის ბოლოს ის უკვე სერიოზულად იყო დაკავებული შეცდომებზე ნადირობით და განაგრძობდა მუშაობას.