Google კიბერ უსაფრთხოების ხელსაწყოს აანონსებს ბიზნესისთვის Backstory

კიბერ უსაფრთხოების ხელსაწყო ქსელის და სერვერის მონიტორინგისთვის გუგლმა უკვე დააანონსა

Google კიბერ უსაფრთხოების ხელსაწყოს აანონსებს ბიზნესისთვის Backstory

გუგლმა დაანონსა მისი პირველი კომერციული პროდუქტი სახელწოდებით "Backstory", ღრუბელზე დაფუძვნებული (Cloud-based) მაღალი დონის ანალიზის პლატფორმა, რომელიც კომპანიებს დაეხმარება სწრაფად აღმოაჩინონ ინციდენტები და სავარაუდო საფთხეები, პროგრამა ასევე ახდენს ქსელის და სერვისების მონიტორინგს და ლოგების ანალიზს რაც საშუალებას იძლევა ნებიმისერი ტიპის დაზიანების შემთხვევაში პროგრამამ მარტივად აღმოაჩინოს დაზიანების მიზეზი

როგორც წესი კომპანიების უმეტესი ნაწილი არ აგროვებს საჭირო ინფორმაციას იმისთვის რომ ისინი მზად იყვნენ ნებისმიერი ტიპის დაზიანებისთვის, ეს პროგრამა შეასრულებს ზუსტად ამ როლს სერვერზე.

"Backstory" აგროვებს, აინდექსირებს და აანალიზებს მონაცემებს ყველაფერ იმის შესახებ თუ რახდება სერვერზე და ქსელში, იგი რეალურ დროში აგზავნის ინფრომაციას მფლობელის სამართავ პანელში, და მას სჭირდება წამზე ნაკლები რომ აღმოაჩინოს და დაასკანიროს ყველა მოწყობილობა, დომეინი და იპი მისამართი - აცხადებს გუგლი.


პროგრამის მთავარი დანიშნულებაა იყოს "შიდა მონიტორინგის სიტემა", თავის მხრივ პროგრამა დაბმულია უდიდეს ვირუსულულ ბაზებზე (ესენია Virustotal, Avast, Proofpoint და Carbon Black) რაც საშუალებას იძლევა სისტემაში მარტივად მოხდეს ვირუსების, და სხვადასხვა ტიპის მავნე ფაილების ამოცნობა.