ჰაკერების დეფიციტი რუსეთის სპეც-სამსახურებში

აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის მოხსენებაში, ”დაკომპლექტების სირთულეები” დასახელდა, რის გამოც რუსეთის სპეცსამსახურები იძულებულნი არიან ჰაკერები აიყვანონ

ჰაკერების დეფიციტი რუსეთის სპეც-სამსახურებში

აშშ-ს კონგრესის ანალიტიკოსებმა მოამზადეს მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი განიცდის პერსონალის დეფიციტს თავის კიბერნეტულ დანაყოფებში. ამ მიზეზით, ისინი, სავარაუდოდ ჰაკერებს ქირაობს და კადრებად არ აფორმებენ.

”რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები, ისევე როგორც სხვა სამთავრობო უწყებები, სირთულეებს განიცდიან კვალიფიციური კადრების შერჩევაში. კერძო სექტორსა და კონკურენტ სტრუქტურებს შორის ტალანტის კონკურენცია მიმდინარეობს. ეს ... ხშირად აიძულებს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს გამოიყენონ ჰაკერების მომსახურება სამოქალაქო და კრიმინალური სფეროებიდან ან შეიძინონ მავნე პროგრამები ”, -  ნათქვამია მოხსენებაში

RT- ს ცნობით, ამერიკელი ანალიტიკოსები ასევე ადანაშაულებენ მოსკოვს კიბერსივრცეში მისი "არაჩვეულებრივი შესაძლებლობების" გამოყენებაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში "დესტრუქციული კიბერშეტევების" განხორციელებაში, ჯაშუშობაში და დეზინფორმაციის გავრცელებაში. მოხსენებაში ნახსენებია ისეთი რუსული სპეცსამსახურები, როგორიცაა :GRU, SVR, FSB და FSO