ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი საქართველომ რუსეთს გადასცა

24 ოქტომბერს, დილის 11 საათისთვის საქართველომ რუსეთს გადასცა ჰაკერი

ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი საქართველომ რუსეთს გადასცა

24 ოქტომბერს, დილის 11 საათისთვის საქართველომ რუსეთს გადასცა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი, რომელსაც რუსეთში კიბერდანაშაულსა და გამომძიებელი ევგენია შიშკინას მკვლელობასთან აკავშირებენ.

გასული წლის ნოემბერში საქართველოში დაკავებული იაროსლავ სუმბაევის გადაცემას რუსეთის ფედერაცია რამდენიმე თვეა მოითხოვს. პირველ მაისს ჰაკერის ექსტრადირება დასაშვებად ჯერ საქალაქო სასამართლომ ცნო, გასაჩივრების შემდეგ კი იგივე გადაწყვეტილება თვის ბოლოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა

სუმბაევი საქართველოში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, არ გადაეცათ 28 წლის სუმბაევი რუსეთისათვის, თუმცა მისი ექსტრადაციის შესახებ ბრძანებას ხელი 30 სექტემბერს მოაწერა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.