ჰაკერმა მოპარული $600 მილიონი უკან დააბრუნა

უპრეცენდენტო შემთხვევა - ერთ-ერთი დიდი კიბერშეტევის შემდეგ ჰაკერმა მოპარული თანხა უკან დააბრუნა

ჰაკერმა მოპარული $600 მილიონი უკან დააბრუნა

 - კიბერ სივრცეში უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა, ჰაკერი რომელმაც ერთ-ერთი უმსხვილესი Poly Network კრიპტო-პლატფორმა გატეხა და ფული მოიპარა - 600 000 000 დოლარი უკან დაუბრუნა.

 როგორც ჰაკერი აღნიშნავს ის "White Hat" აღმოჩნდა, მან დააფიქსირა კრიპტო პლატფორმის ხარვეზი, შემდეგ გასართობად მოიპარა აქტივები და უკან დააბრუნა.

იხილეთ წინა სტატია [ Poly Network Hacked ]

ასევე გასაჯაროვდა ჰაკერს და კომპანიას შორის მიმოწერები სადაც აღნიშნავს, რომ ის უბრალოდ გასართობად და თავისი ძალის გამოსაცდელად აღწევს სხვადასხვა ვებ-გვერდებსა და პლატფორმებში, ამ დროისთვის ჰაკერის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებენ სამართალდამცავი ორგანოები.