ნატოს მასშტაბური კიბერსწავლება „CYBER COALITION”

ნატოს მასშტაბურ კიბერსწავლებას უკვე საქართველოც უერთდება

ნატოს მასშტაბური კიბერსწავლება „CYBER COALITION”

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში აქვეყნებს, საქართველო მონაწილეობას იღებს ნატოს საერთაშორისო კიბერწვრთნებში

საქართველო მოთამაშის სტატუსით პირველად იღებს მონაწილეობას ნატოს მასშტაბურ კიბერსწავლებაში „CYBER COALITION”, რომელსაც 2-6 დეკემბერს ესტონეთი მასპინძლობს.

სწავლებისას კიბერშეტევის რეალობასთან მიახლოებული სცენარი თამაშდება და მოთამაშეები სტრატეგიულ და მნიშვნელოვან სისტემებს იცავენ. „CYBER COALITION”-ში ნატოს 27 წევრი ქვეყანაა ჩართული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „კიბერუსაფრთხოების ბიურო“ აღნიშნულ სწავლებაში 2015 წლიდან მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით იღებდა მონაწილეობას, წელს კი, საქართველო უკვე კიბერსავარჯიშოს სრულფასოვანი მოთამაშეა.