Joker's Stash-ის სერვერები ფედერალურმა სამსახურება დახურეს

ამერიკის ფედერალური სამსახურები და ინტერპოლი აგრძელებენ ბნელ ქსელში არალეგალური საიტების დახურვებს

Joker's Stash-ის სერვერები ფედერალურმა სამსახურება დახურეს

ფედერალური ბიუროსა და ინტერპოლის სპეციალისტებმა კონტროლი აიღეს ქარდერის დიდი საიტის Joker's Stash– ის რამდენიმე სერვერზე, სადაც მოხდა საიტების გათიშვა და არალეგალური მასალის განადგურება

 როგორც ZDNET იუწყება, ინტერპოლი და ამერიკის ფედერალური სამსახურები აგრძელებენ ბენ ქსელში არალეგალური ვებ-გვერდების დახურვას, სადაც დაიხურა ორი დიდი ქარდინგ საიტი [ კარტების გასანაღდებელი ]

ინტერპოლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პოლიციის კოორდინირებული ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, რადგან კვლავ მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები არალეგალური ვებ-გვერდების აღმოფხვრისთვის.