ჰოსტის პროვაიდერი Hostinger ადასტურებს 14 მილიონი მომხარებლის ინფორმაციის გაჟონვას

როგორც ერთ-ერთმა ჰოსტინგის პროვაიდერმა Hostinger-მა განაცხადა და დაადასტურა, 14 მილიონი მომხმარებლის

ჰოსტის პროვაიდერი Hostinger ადასტურებს 14 მილიონი მომხარებლის ინფორმაციის გაჟონვას

ჰოსტინგის ერთ-ერთმა უმსხვილესმა პროვაიდერმა ჰოსტინგერმა, განაცხადა რომ მომხმარებელთა პაროლების იძულებით გადატვირთვა გამოიწვია ფაქტმა, რომ უცნობმა პირებმა მოახერხეს კომპანიის კლიენტების მონაცემთა ბაზაში უნებართვო წვდომის მოპოვება. პროვაიდერის თქმით, შემთხვევა პარასკევს, 23 აგვისტოს მოხდა. თავდამსხმელთა ხელში იყო ინფორმაცია კლიენტების ლოგინების, პაროლის ჰაშების, ელ.ფოსტის მისამართების, სახელების, ტელეფონის ნომრების, ფიზიკური და IP მისამართების შესახებ, რაც თავის მხრივ გულისხმობს კიბერ შეტევას და ინფორმაციაზე უნებართვო წვდომას.

დამნაშავეებმა შიდა სერვერზე წვდომის აღების შემდეგ მოიპარეს ერთ-ერთი API-ს უფლებამოსილების ნიშანი და მისი დახმარებით შევიდნენ მონაცემთა ბაზაში, რომელიც ინახავდა ინფორმაციას 14 მილიონ მომხმარებელზე. ჰოსტინგერი ირწმუნებოდა, რომ მომხდარის შედეგად დაზარალებული არ არის მომხმარებლების ფინანსური მონაცემები. გაჟონვამ გავლენა არ მოახდინა მომხმარებლის ანგარიშებზე და მათში მოთავსებულ მონაცემებზე. ამ ეტაპისთვის ჰოსინგერის ყველა მომხმარებლის პაროლი შეცვლილია და უნებართვო წვდომის პრობლემა მომხმარებლებს აღარ ემუქრებათ.