Europol ფედერალური უწყებები DDoS სერვისების მყიდველებზე გამოძიებას იწყებენ

ფედერალურმა სამსახურებმა ყველა იმ ადამიანის მოძებნა დაიწყეს, ვისაც გამოუყენებია და შეუძენია DDoS საიტებიდან სერვისები

Europol ფედერალური უწყებები DDoS სერვისების მყიდველებზე გამოძიებას იწყებენ

 რამდენიმე ხნის უკან ფედერალურმა სამსახურებმა, ყველა ის საიტი გათიშეს და დააკავეს გვერდის ადმინისტრაცია, რომელიც საფასურის სანაცვლოდ ვებ-გვერდებზე DDoS თავდასხმების პაკეტებს ჰყიდიდა(იხილეთ სტატია), როგორც ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, ევროპოლმა და ფედერალურმა სამსახურებმა ახლა იმ ხალხის ძიება დაწყეს, რომელთან ეს პაკეტები გამოუყენებია

2015 წლიდან მსგავსი საიტები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და საზოგადოების ნაწილი სწორედ გამზადებულ შესატევ ხელსაწყოს ამჯობინებდა, მაგრამ ამასობაში კრიმინალმაც იმატა

გახშირდა საბანკო, კერძო, სახელმწიფო და სხვა უწყებებზე შეტევები, რასაც მოჰყვა მილიონობით და მილიარდობით ზარალი, წელს უკვე მაქსიმუმი აჩვენა შეტევის მექანიზმებმა, რასაც ვერ უძლებენ სექტორები და უწყებები, სწორედ ამის აღსაკვეთად ფედერალურმა სამსახურებმა დაიწყეს აღმკვეთი ღონისძიებების გატარება, რა დროსაც მსოფლიოს ირგვლის უამრავი მსგავსი გვერდი დახურეს და დაიჭირეს ვებ-გვერდების ადმინისტრატორები, რომლებიც შეტევის სანაცვლოდ თანხას იღებდნენ, ღონისძიების გატარების და დანაშაულის წყაროს დახურვის შემდეგ ფედერალურმა სამსახურებმა დაიწყეს იმ პიროვნებების იდენთიფიცირება, ვისაც ნაყიდი და გამოყენებული აქვს შეტევისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები, სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია