Wordpress - ძრავის გამართულობა

Wordpress - ვორდპრესი ერთ-ერთი წამყვანი ძრავი, ვებ-საიტების კონსტრუქტორებს შორის

Wordpress - ძრავის გამართულობა

 - მოკლე მიმოხილვა Wordpress ძრავზე, რამდენად უსაფრთხოა ვორდპრესის გამოყენება და ნდობა?!

 Wordpress - ეს გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო და წამყვანი ძრავი, ვებ საიტების კონსტრუქტორებს შორის, თქვენ შეგიძლიათ მარტივად ააწყოთ თქვენთვის სასურველი ვებ-გვერდი და დიზაინი, იმის მიუხედავათ რამდენად ერკვევით ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და ვებ-დეველოპენტში.

ვებ საიტების კონსტრუქტორი WORDPRESS ინტერნეტში გამოჩნდა 2003 წლიდან, რომელზეც უკვე დღეს - დღეისობით მილიონობით  ვებ-გვერდია დაფუძნებული

ვებ-ძრავი ვორდპრესის შეღწევადობისას ძირითადი ყურადღება მასში მოქმედ პლაგინებს ექცევა, ანუ თუ პლაგინი ინფიცირებადია [Wordpress Plugins] მაშნ ხდება ძირითადად ვებ-გვერდებზე უნებართვო შეღწევები და კიბერ შეტევები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ვებ-გვერდზე მოქმედი 2 ეტაპიანი ავტორიზაციის მეთოდი იხსნის მსხვერპლს კიბერ შემტევისგან.

ვორდპრესის მრავალფუნქციური  გარემო, გაძლევთ საშუალებას, უბრალო 1 გვერდიანი  საიტი, გადააქციოთ კორპორატიულ, მაღაზიის, კომპანიის ან თქვენსთვის სასურველ სხვა  ნებისმიერ მისასალმებელ თუ მომსახურების საიტად.

ყურადღება უნდა მიექცეს, ვორდპრესში მოქცეულ პლაგინების უსაფრთხოებას, რამდენად ინფიცირებადია პლაგინი და საიტი დაცულია თუ არა ამა თუ იმ ვორდპრესის პლაგინის დაყენების შემდეგ.