ახალი Firefox Extension ზღუდავს Facebook-ს თვალი ადევნოს თქვენს ვებ აქტივობას!

Firefox-ის Extension სახელად "Facebook Container" ახდენს Third Party Cookies იზოლირებას რომელიც თავის მხრივ ხელს უშლის facebook-ს თვალი ადევნოს თქვენს ვებ აქვიობას!

ახალი Firefox Extension ზღუდავს Facebook-ს თვალი ადევნოს თქვენს ვებ აქტივობას!

Firefox Quantum - ის extension სახელად "Facebook Container" გამოვიდა დაახლოებით 10 თვის წინ და ის ხელს უშლის facebook-ს თვალი ადევნოს თქვენს ვებ აქტივობას, მაგალითად როდესაც შედიხართ ნებისმიერ ვებ-საიტზე სადაც ჩამატებულია Facebook Comment-ის ვიჯეტი, ამ ექსთენშენის გარეშე ავტომატურად იტვირთება თქვენი ანგარიში იმ საიტზე სადაც შედიხართ, ამით თავის თავის მხრივ facebook-ს ეგზავნება ის ინფორმაცია რომელ საიტზე ჩაიტვირთა თქვენი ანგარიში, ამით კი facebook-ს შეუძლია თვალი ადევნოს იმ საიტებს სადაც თქვენ შედიხართ, იმისთვის რომ აგიხსნათ როგორ მუშაობს ეს ექსთენშენი ჯერ ცოტა უნდა ვისაუბროთ ზოგადად საიტებზე, თუ როგორ მუშაობს მარტივი საავტორიზაციო სისტემები, როგორ ხდება მომხამრებლების იდენტიფიცირება ავტორიზაციის ხელახლა გავლის გარეშე და ა.შ

ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია "Cookies" ანუ როგორ არალოგიკურადაც არუნდა ჟღერდეს, ნამცხვრები!
რა არის ნამცხვრები ვებ სივრცეში: ნამცხვრები არის პატარა "ინფორმაციული ბაზები" რომლებიც იქმნება  და მათი შიგთავსი იწერება იმ საიტების მიერ რომლებსაც ჩვენ ვსტუმრობთ, მაგალთად როდესაც გადიხართ ავტორიზაციას facebook-ზე თვქნეთან იქმნება დაახლოებით ოცამდე "ნამცხვარი" რომელშიც წერია კონკრეტული შიგთავსი, ჩვენთვის შეიძლება გაურკვეველი შიგთავსის თუმცა facebook ის სერვერებმა ნამდვილად იციან თითოული ნამცხვრის შიგთავსის მნიშვნელობა

facebook-ის "ნამცხვრები" გამოიყურება შემდეგნაირად ჩემი ანგარიშისთვის

ნამცხვრებს აქვთ სახელები, დომეინები (რომელმაც ისინი შექმნა), ჩატვირთვის მდებარეობა, ვადის გასვლის თარიღი, ბოლო აქტივაციის თარიღი, და მნიშვნელობა ანუ შიგთავსი,
ამ ნამცხვრების წაკითხვის შემდეგ facebook ხვდება რომელი ანგარიშით ხართ ავტორიზირებული თქვენ, და მიუხედავად იმისა საიტს გამორთავთ თუ არა ნამცხვრები იქამდე ინახება სანამ ზემოთ ხსენებული ვადის გასვლის თარიღი არ მოვა, ამოტიმაა რომ facebook ის ფანჯრის უბრალოდ გათიშვის შემდეგ თქვენი ანგარიში ავტომატურად ირთვება პაროლის მოთხოვნის გარეშე.

შეიძლება ითქვას რომ Cookies დანიშნულება მარტივად ავხსენით
ახლა გადავიდეთ ზემოთ ხსენებულ Extension ზე
როცა შედიხართ რომელიმე საიტზე სადაც facebook კომენტარებია ჩართული მაშინ ხდება შემდეგი, იტვირთება ის ნამცხვრები რომლებიც თქვენს იდენტიფიცირებას ახდენს და facebook-ში მარტივად რომვთქვათ "იგზავნება შეტყობინება იმის შესახებ" თუ სად (რომელ ვებსაიტზე) ჩაიტვირთა თქვენი "ნამცხვრები", და Facebook Container ბლოკავს ამ ნამცხვრების ჩატვირთვას
ასერომ facebook-ის ნამცხვრებიც აღარ აქტიურდება, და თავისმხრივ რათქმაუნდა facebook-მდეც არმიდის შეტყობინიბა თუ რომელ ვებსაიტის ეწვიეთ!

მოკლედ სულ ეს იყო, ექსთენშენის დაყანება შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან "https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/facebook-container/"

და ვინაიდან და რადგანაც ვებ სივრცეში პრივატულობა დღესდღეისობით დიდ პრიორიტეტად მიიჩნევა, იმისთვის რომ არ "შეგეპაროთ ეჭვი" ამ ექსთენშენში მისი ღია კოდის ნახვა შეიძლება გითჰაბზე, ბმული : https://github.com/mozilla/contain-facebook