Cyber Hackathon 2019 - კიბერ ჰაკათონი
ჰაკათონი ორ დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ინდივიდუალურად დარეგისტრირებული სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ასევე საჯარო, კერძო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების თანამშრომლები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT-GOV-GE) პარტნიორებთან - არაკომერციულ ორგანიზაცია „OWASP“-თან და „საქართველოს უნივერსიტეტთან“ ერთად 20-21 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტში გამართავს კიბერ ჰაკათონს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ვებ-აპლიკაციებზე და კიბერუსაფრთხოებაზე დაფუძნებულ ღია კოდის მქონე უსაფრთხოების პროგრამებს შექმნიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს : MeetUp