უკრაინაში კრიპტოვალუტა ლეგალურია

უკრაინა გახდა შემდეგი ქვეყანა სადაც ბიტკოინის კანონიერი ტენდერისთვის მხარი დაუჭირა პარლამენტმა და ასევე კრიპტოვალუტის ლეგალიზაციას

უკრაინაში კრიპტოვალუტა ლეგალურია

უკრაინაში პარლამენტმა მხარი დაუჭირა კრიპტოვალუტის ლეგალიზაციას. რაც ქვეყნის წინსვლას და განვითარებას ხელს შეუწყობს.

უკრაინაში მეორე მოსმენით მიიღეს გადაწყვეტილება, 8 სექტემბერს 276 პარლამენტარის გადაწყვეტილებით.

კრიპტოვალუტა არც კანონიერი იყო და არც აკრძალული უკრაინაში(ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში), რადგან არ არსებობდა კანონი, რომელიც მას განსაზღვრავდა. სადაც უკრაინელებს შეეძლოთ ვირტუალური ვალუტის ყიდვა და გაცვლა, მაგრამ ადგილობრივი სასამართლო ვერ დაიცავდა მოქალაქეს კრიპტოვალუტის დაკარგვის შემთხვევაში. სწორედ ამა და სხვა პრობლემებს მოაგვარებს ეს დადები გადაწყვეტილება კრიპტოვალუტის კანონპროექტზე.

უკვე 2022 წლისთვის უკრაინა გეგმავს კრიპტოვალუტის ბაზრის და ინვერსტირების გახსნას ბიზნესისთვის.

კრიპტოვალუტის აღიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მზარდი ინდუსტრიისთვის, ამბობენ ექსპერტები. ”ეს შეამცირებს სტერეოტიპულ დამოკიდებულებას კრიპტოვალუტების მიმართ და დაეხმარება მათ გახდნენ ნორმალური ფინანსური ინსტრუმენტები,” - ამბობს ოლეგ კურჩენკო, ვირტუალური აქტივების გაცვლის პლატფორმის Binaryx აღმასრულებელი დირექტორი.

სტატიის წყარო Kyiv Post