უკრაინა| 51 ჰაკერი და 300 მილიონი მონაცემი

უკრაინაში დააპატმირეს 51 პირი, რომელსაც ბრალი ედებათ მონაცემთა ბაზებით ვაჭრობაში და უნებართვო მოპოვებაში

უკრაინა| 51 ჰაკერი და 300 მილიონი მონაცემი

უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს 51 ეჭვმიტანილი, რომლებიც, სავარაუდოდ, ყიდდნენ მოპარულ პერსონალურ მონაცემებს ჰაკერულ ფორუმებზე, რომლებიც ეკუთვნის ასობით მილიონს მთელს მსოფლიოში, მათ შორის უკრაინაში, აშშ-სა და ევროპაში.

„ოპერაციის შედეგად ამოღებულია 2020-2021 წლებისთვის შესაბამისი პერსონალური მონაცემების 100-მდე ბაზა“, - აცხადებენ უკრაინის ეროვნული პოლიციის კიბერპოლიციის დეპარტამენტში.

ამოღებული მონაცემთა ბაზები შეიცავდა ინფორმაციას უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების 300 მილიონზე მეტი მოქალაქის შესახებ.

"უკრაინის სხვადასხვა რეგიონში სულ 117 ძებნა ჩატარდა. შედეგად, ამოღებულია 1 ტერაბაიტზე მეტი ინფორმაცია."