ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019
ირაკლი ღარიბაშვილმა “ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ გახსნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ გახსნა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე და კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კიბერუსაფრთხოება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი და ეროვნული დონის პრიორიტეტია.
საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე, კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და კიბერინციდენტებზე რეაგირების ეფექტიანობის გაზრდის გზებზე მსჯელობენ.
“ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ სსიპ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება
წყარო : exclusivenews.ge