სიახლეები Debian 10 Buster - ში
სტატიაში განხილულია სიახლეები დებიან ათის შესახებ, რა განახლებაა Debian 10 Buster
ამჟამად არაა ცნობილი დებიან 10 - ის სრული ვეერსიის გამოსვლის თარიღი, თუმცა არის სიახლეები რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, ესენია :
ახალ დებიანში დიდი გრაფიკული ცვილებებია, ახალი თემის სახელია : FuturePrototype, ასევე შეიცვალა Default Background - ი შემდეგი ფოტოთი
განახლებები შეეხო შემდეგ პროგრამებს და ხელსაწყოებს :
1) Gnome 3.30
დებიან 9 -ში გამოყენებული იყო Gnome 1.3.22, ახალ ვერსიაში გამოყენებული იქნება Gnome 1.3.30
2) Linux Kernel 4.19.0
Debian კერნელის ამ ვერსიაზე მუშაობდა 5 წლის განმავლობაში, დებიანი კგვიპრდება კერნელის უფრო სწრაფ, გამართულ მუშაობას და რაც მთავარია უკეთეს Hardware Support-ს
$ uname -r 4.19.0-4-amd64
3) OpenJDK 11.0
დიდი ხნის გამავლობაში სისტემა შეჩერებული იყო OpenJDK 8.0 ვერსიაზე, ახალ Debian - ში კი ვერსია 11-ს ვისხილავთ
4) AppArmor ჩართულია
AppArmor არის ხელასწყო რომელიც უზრონველყოფს სისტემის უსაფრთხოების პოლისების დაცვას
5) Nodejs 10.15.2
დიდი ხნის გამნავლობაში დებიანის რეპოზიტორებში მხოლოდ nodejs4 ის პოვნა შეიძლებოდა ახალ ვერსიაში nodejs 10.15.2
6) NFtables ანაცვლებს iptables
დებიან 10 გვთავაზობს nftables რომელიც გახლავთ iptables ის სრული ჩანაცვლება, განსხვავდება უკეთესი სინტაქსით სწრაფი მუშაობით და უკეთესი შეთავსებით ქსელის ბარათთან
7) მხარდაჭერა ARM 64 და ARMHF SBC დაფებზე
ბოლოდროს ხშირი იყო ახალი ბორდების გამოსვლა რომლებზეც დებიან 10 გვპირდება რომ უპრობლემოდ იმუშავებს
8) Python 2 is dead, long live Python 3
python 2 2020 წლის იანვრიდან უარყოფილი იქნება! დებიანი აპირებს წაშალოს ყველა python 2 ის რეპოზიტორები და ხელსაწყოები და ჩაანაცვლოს ისინი python 3 ით!
9) Mailman 3
დებიანში Mailman 3 ის სრული მხარდაჭერა იქნება, თუკი აქამდე Mailman კომპონენტებად იყო დაყოფილი ახლა საკმარისია დააყენოთ mailman3-full და ყველა კომპონენტი ერთად დაყენდება თქვენს დებიანში!
10) ყველა არსებულ Postgre მონაცემთა ბაზას დასჭირდება რეინდექსაცია!
glibc ბიბლიოთეკის განახლების გამო ყველა PostgreSQL ბაზას დასჭირდება რეინდექსაცია გამართული მუშაობისთვის!
11) Bash 5.0
დებიან 10 ში ავტომატურად დაგვხვდება ბაშის უახლესი ვერსია 5.0 რომელიც ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს!
12) SecureBoot Install
დებიან 10 გახდა შეთავსებადი secureboot თან რაც იმას ნიშნავს რომ მისი დაყენება გამარტივებულია!
13) Calameres Live-installer დებიანისთვის
და როგორც იქნა, ის რასაც ყველა დებიანის მომხმარებელი ელოდა, ლაივ ინსტალერი დებიან 10 ში, ახლა უკვე შეგიძლიათ მოსინჯოთ ახალი სისტემა და ამავდროულად დაიწყოთ მისი ინსტალაცია!
14) სიახლეები დისტრიბუტივში!
დებიან 10 ში გვხვდება 1500 ახალი პაკეტი დისტრიბუტივში!!
15) განახლებები!
განახლებები გვხვდება perl,php,apache2,mysql, mariadb ხელსაწყოებში!
გადმოწერეთ დებიან 10 ის ბეტა ვერსია :
https://cdimage.debian.org/cdimage/weekly-live-builds/amd64/iso-hybrid/ გისურვებ წარმატებას!